ფოტო: rugby.ge

ქართული სპორტული საიტის, Popsport-ის ინფორმაციით, 31 ქართული სარაგბო კლუბი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ქართულ რაგბიში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე საუბრობს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, რაგბის კლუბების უმრავლესობა შესულია ღრმა ფინანსურ კრიზისში, რისი მთავარი მიზეზიც კლუბებზე გამოყოფილი მწირი რესურსია, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა, ხოლო პანდემიამ და რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

დღეს შექმნილია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა. რაგბის კავშირის უმოქმედობის ფონზე იძულებულნი გავხდით, ივნისის თვიდან სარაგბო კლუბები შევკრებილიყავით ქართული რაგბის გადასარჩენად და ერთად შეგვემუშავებინა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთა განხორციელება, ჩვენი აზრით, დაგვეხმარება გადაუდებელი პრობლემების დაძლევაში.

აღნიშნული ღონისძიებები წარვადგინეთ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ამ რთული სიტუაციის მოსაგვარებლად ფინანსური დახმარება გაეწია სარაგბო კლუბებისთვის.

ასევე მიღებულ იქნა რეკომენდაცია, შექმნილიყო კრიზისის მართვის ჯგუფი, რომელსაც კოლექტიურად უნდა ემართა რაგბის კავშირი, მოეგვარებინა ჩემპიონატის განახლების საკითხი და მიეყვანა კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც გამგეობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ამა წლის დეკემბრის ბოლოს. ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ ასევე გაჟღერებულია ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის განცხადებაში.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის მიერ:

1. დღემდე არ შექმნილა ზემოაღნიშნული საბჭო;

2. არის მცდელობა, რომ საბჭოს ფუნქცია მართვის ნაცვლად ჩანაცვლდეს მრჩევლის ფუნქციით;

3. მიმდინარეობს ხელის შეშლა კლუბების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების საბჭოში შეყვანაზე;

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყოველი დაკარგული დღე იწვევს აუნაზღაურებელ ზარალს ქართული რაგბისთვის და საბჭოს შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა სწრაფად მოხდეს სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის რესურსის გამოყოფა და რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ჩემპიონატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო შეგვიმცირდება რაგბიში ჩართული ბავშვების ოდენობა, გაიზრდება ლიგის მოთამაშეების სხვა ქვეყნის დაბალი დონის ლიგებში გადასვლის ან სულაც რაგბიდან წასვლის შემთხვევები.

აქვე დავძენთ, რომ თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში არ აღდგება ვარჯიშები ისე, რომ მაქსიმუმ 26 სექტემბრამდე განახლდეს საქართველოს ჩემპიონატი, დაირღვევა მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მოკლებულ იქნება შესაძლებლობას, ეთამაშოს შოტლანდიის ნაკრებს და მას დამატებითი პრობლემები შეექმნება რუსეთთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას დასჭირდება ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია, ვიდრე დღეს არის საჭირო. ამ ყველაფერმა შესაძლოა საბოლოოდ გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება და უამრავი თაობის წვალებით მოტანილი სარაგბო რეპუტაციის გაქრობა საზოგადოებაში. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელის გაქრობა, რაც წარმოუდგენელი დარტყმა იქნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში, რათა ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი. აქვე გაცნობებთ, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირში იგეგმება პრესკონფერენცია, სადაც დაწვრილებით გაგაცნობთ საქმის მიმდინარეობას."

გელა 8
ის სიკეთე ხომ დაინახე რაც მანამდე გააკეთა, შენ და შემა ნაციონალებმა, ისე კი არც ნაციონალებს აქვთ სიღარიბისგან თვალები გადმოკარკლული, და ბიძინა ღო არ ვარგა, თქვენ ივარგეთ და დააფინანსეთ თავად..............
dislaikis avtors
აქ ყველაფერი სიმართლე წერია და რას ვერ მიხვდა აგვიხსნას და გარკვევაში დავეხმარებით
irakli81
ბიძინას რო აქებთ და ადიდებთ ზოგიერთები რაგბს ინახავდაო,ეხლა რატომ არ აფინანსებს ფული შემოელია თუ თავისი რო გაინაღდა და ხელისუფლებაში მოვიდა რაგბი აღარ ანაღვლებს? (შემოელიაკი არა, უფრო გამდიდრდა ქვეყნის ხარჯზე,მარტო საყდრისიდან შეუვიდოდა მთელი რაგბის სამყოფი ფული) რაგბიც და სხვა სპორტიც ერთ კაცზე კი არ უნდა იყოს ჩამოლიდებული სახელმწოფომ უნდა დააფინანსოს. თუ ნაკლებს მოიპარავენ გამოიძებნება საკმარისი თანხა ბიუჯეტში
alexandre
კახა, კარგო ადამიანო და ქართული სპორტის გულშემატკივარო. ძალიან ძნელია შენი დაწერილის კითხვა. კარგი, მძიმე არ დაწერო, მაგრამ წერტილი მაინც დაწერე, რომ შევძლოთ წაკითხვა. მერწმუნე, შენ თვითონ რომ გადაიკითხო შენი დაწერილი, ვერაფერს ვერ გაიგებ.
alexandre
აიამ ხელი რატომ არ მოაწერა? რამდენადაც ცნობილია რაგბი ფინანსდება ივანიშვილის ფონდიდან. ამიტომაც განვითარდა მეტ ნაკლებად. ამდენი ქართველი რომ თამაშობს საფრანგეთში, საინტერესოა, საერთოდ რამე თანხა აქედან კლუბებში შედის? საერთოდ ცნება ტრანსფერი რაგბში არის?
კახა
მოკლედ თქვენ მაინც ხართ კაცები და არა კაცუნები კაცები ჩემს გაგებაში იგულისხმება ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ და ცხოვრობენ ქართული ტრადიციული ღირებებულებით რომლებიც თავის სიტყვა და საქმე გამომდინარეობს არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის სარგებლის ნახვა არამედ ქვეყნის და ერის სამსახურში და როგორც დიდი ილია ამბობდა ყოველი დღის ბოლოს აბა ვნახოთ ვის რა ვარგე მორაგბები და რეგბი ანუ ლელო ჩვენ უნდა რელიიგიის დონეზე ავიყვანოთ უნდა იყოს სუფთა და გამჭირვალე ყოველნაირად შვილს რომ მივიყვან უნდა დარწმუნებული ვიყო კაცების გვერდით გაიზრდება ამიტომ გაოცებული და აღშფოთებული ვარ როცა რაგბში ან რაგბზე ცუდ რამეებს ვისმენ დაალაფეთ ყველაფერი წესიერად ისე როგორც ეკადრება ღირსეულ ქართველებს მოიქეცით ისე როგორც მოიქცეოდა ილია და ექვთიმე ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ მაგრამ წესუერად მოიქცე და ზიანი არ მიაყენო შენი მერკანტინული მოთხოვნილებების გამო მთელ სარაგბო სამყაროს ქართველ ერს რას ნიშნავს არ ანხორციელებს ან ხელს უშლის მიზანმიმაეთულად ან თავისიანუ გაჰყავს შეჯრებილები ხართ დანიშნეთ არჩევნები წარმოადგინეთ კანდიდატები და ღირსეულად ჩაატარეთ ექსცესების და ტალახის სროლის გარეშე მხარი დაუჭირეთ არა პიროვნებების მემკვიდრეს ან მის ცნობადობას მხარი დაუჭურეთ ვისაც ექნება და წარმოადგენს გაწერილ გრგმას როგორ გამოვიყვანოთ რაგბი კრიზისიდან და ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ საგანძურისთვის მოკლედ მინდოდა და დიდი გამომივიდა არადა კიდე რამდენი მაქვს სათქმელი
მიქელას
ბარემ ისიც გვითხარი, ფეხბურთის ფედერაცია რატომ ფინანსდება 300 მილიონით და მორაგბეებს კი ხინკლის ფული ენატრებათ...
ნიჟარაძიის მომხრეებს
აქ ამ პოსტების დადებით უკვე გაიშიფრეთ ნიჟარაძის ნათესავები და მეგობრები:):), ისე ჯობია ნამდვილი გვარები და სახელები დაწეროთ:) სად გარბოდა ნიჟარაძე კანდიდატურა რომ მოხსნა ოთხი წლის წინ? რისი შეეშინდა? კარგად მოკითხეთ რამ შეაშინა და მერე ისე წერეთ აქ სიბინძურეები სხვებზე.
Tete
Mere cemet xalxi vinc ocnebas cmas ar micems da 100 lars dagirigeben
შოკირებული გულშემატკივარი
ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ არჩევნების თარიღი 30 იანვარი შეეცვალათ და ეს სვანაძის ბრალი არ უნდა იყოს
ირაკლი
ძალიან ნუ ინერვიულებთ რუკიდან გაქრობაზე. ალტერნატივა არსებობს. შეიარაღდით არმატურის დრინებით და ირბინეთ თბილისი -ნატახტარი, ნატახტარი -თბილისი.
აუ არ მოგვაბეზრეს თავი ამ ნიჟარაძით?
აბა ბიჭო? ნიჟარაძეს აუყვავებია რაგბი:):)კარგად მოიჩიჩქნე ნიჟარაძემ რა გააკეთა, არ გამოიყვანეს გმირი? აი ზუსტად მაგან დაიწყო ჭამა.
გიორგი გორგაძე
ნიჟარაძე რომ მოიცილეს და თავგასიებული სვანიძე დანიშნეს, მაშინ მივხვდი უკვე რაც ელოდა ქართულ რაგბის.
ყველაფერი ვიცით!
პატივეცული გვამი იმის გამოსწორებას შეეცადა, რაც ნიჟარაძემ და მის გვერდით მდგომმა "მენეჯერებმა"გააფუჭეს. არ მოეწონათ არა? ნელ-ნელა მაგათი შევიწროვება რომ მიდიოდა. ასეა ეს და ნამეტანი თუ მოგივათ, ყვაელაფერს თავისი სახელი დაერქმევა მალე.
პაატა
ეს მართლა ლეში ერთის მხრივ მთელი მსოფლიოს გასაგონად ლანძღავდა მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას და მეორეს მხრივ კიდე რუსებთან "დავასვასებდა" და ერთობლივ გეგმებს აწყობდა...როგორც ყოველთვის რუსებმა გადააგდეს და ააცვა კიდევაც. ნებისმიერ სფეროში რუსებთან "შური-მურს" გარდაუვალად მოყვება ჩვენთვის ნეგატიური ამბები...არც რაგბი იქნებოდა გამონაკლისი!!

ჩემო კარგებო, საქმე იცით რაშია??? ეს პრობლემა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. გოჩა სვანიძის მოღვაწეობა რაც იყო, თვითონაც კარგად იცოდა და იმიტომაც წავიდა. ეხლა მაგას პასუხს არც არავინ მოსთხოვს. პოზიცია კი ხელისუფლების ანალოგი აქვს - მე არ გინდოდით და აგერ ვინც მოვა , ჩემზე უკეთესად თუ გააკეთებს, მაგასაც ნახავთო. ამ კლუბებმა კიდევ ეხლა რომ გამოთქვეს პრეტენზიები, აქამდე ეს პრობლემა არ აწუხებდათ? ჩემთვის პირადად მართლა გაუგებარია კავშირის მომავალი პრეზიდენტის პროგრამა, გეგმები და პრობლემის მოგვარების გზები, მათ შორის ზემოაღნიშნულისაც. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ მაინტერესებს
სიმართლე არ უნდა დაიმალოს
და რატომ გგონიათ რომ ნიჟარაძე სადმე იყო წასული? ნიჟარაძე იყო ამ გუნდდათ ერთად ბოლო დღემდე. ნიჟარაძის გაფუჭებულია ყველაფერი, რომლის გამოსწორებასაც დრო სჭირდება და დაჭირდება. ნიჟარაძეს გაუმართლა რომ იმ დროს იყო პრეზიდენტი, როცა ქართული რაგბი აღორძინების გზით მიდიოდა. ნუ გგონიათ ნიჟარაძე ანგელოზი.
G.LA
სამწუხარო ფაქტია მარა რაც მთლიანად ქვეყანაშია განუკითხაობა ის ხდება რაგბშიც და ზოგადად ყველა სფეროშიც. ვისაც სადა აქვს შანსი გაანიავოს და ჩაიჯიბოს ფული იმას აკეთებს. მსუნაგივით გაყვლიფა და დააქცია ვიღაც ვიგინდარამ ასე ნაწვალები და ბავშვივით ნალოლიავები რაგბი. ნიჟარაძემ ააყვავა და ამან მთლად დააქცია, ისე რომ ჩემპიონატიც ვერ იწყება. კი მარა მომკითხავი არავინაა რა მოხდა ან ვინ არის პასუხისგებელი? ფინანსები არ ქონდა რაგბის ფედერაციას? სად გაქრა? სად არის აუდიტის სამსახური? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ტურების და ვირთხების, ვისაც რა შეუძძია იქ უნდა გაყვლიფოს? თფუი თქვენი .... უნამუსოებო, ვინც დააქციეთ რაგბი
ირაკლი
ბევრი სპორტი სახეობა ნამდვილად არ გვაქვს ქართველებს რითიც ამაყს შევძლებდით, გუნდურ სათამაშო სახობებში მით უმეტეს, ხოდა როგორ მივედით აქამდე, რომ დღეს ეს ნალოლიავები და წარმატებული სპორტის სახეობა ნგრევის პირასაა?! არ მგონია ამაში მარტო ფედერაციის ხელმძღვანელობა იყოს დამნაშავე, თუმცა რა თქმა უნდა მთავარ პასუხისმგებელნი ისინი არიან.
DAVE
საინტერესოა რამდენით ფინასდება/ფინანსდებოდა აქამდე თითოეული სარაგბო კლუბი, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, იქნებ მოიძიოთ და გამოაქვეყნოთ (ორ სვეტად, დაჯამებას ჩვენ მოვახდენთ) ეს ინფორმაცია.
mikhael
ბიძინას დაცვას მე არ ვაპირებ , მაგრამ ფაქტია ის რომ სულ რომ მართლა ჩადოს ფული , იმდენი სარეველაა რომ მართლა არაფერი გაკეთდება. მიცემულ სახსრებს არც რაგბის ფედერაცია , არც ფეხბურთის და არც სხვები არ იყენებენ პროგრესისთვის. შექმნილია ბინძური სისტემა და მიდის ფულის ხრა !!!!
დიმო
დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
გულშემატკივარი
რო დაფიქრდე კაცი რა გააკეთა ამ პატივცემულმა გვამმა?! დააქცია ყველაფერი რაც კი დიდი ტანჯვით, წვალებით იყო ნაშენები ჩვენი რაგბი სადამდე მიიყვანა მდგომარეობა?! აქედან გარბიან მოთამაშეები რუსეთში სადაც მილიონები ჩაიდო მარტო შიდა ჩემპიონატში და მთავარი მიზანი ჩვენთვის მოგებაა ხოდა ეგ რო მოხდეს მერე ნახეთ ჩვენი რაგბის რუქიდან გაქრობა!..ეგ "ტიპი" ახალ არჩევნებში კი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას პასუხს უნდა აგებდეს ყველაფერზე რაც გააფუჭა! და ის ხალხი ვინც ეხლა დარჩა კავშირში სასწრაფოდ უნდა შველა საქმეს ამათმა კიდე დეჯემბერშიო არჩევნები...რა ეჩქარებათ ერთი ორ წელიწადშიც მოსულა არჩევნები
ბიძინას ფანი
აკი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართუ რაგბის აფინანსებსო და მაგარი საქმეები კეთდებაო? რაო გადაგვაგდო ბიძომ?
ზაზა
პრეზიდენტყოფილი მობრძანდეს და ანგარიში გააკეთოს შესრულებულ ( უფრო სწორედ შეუსრულებელ ) სამუშაოზე. გადადგომა არაა პრობლემის გადაწყვეტა. პრეზიდენტყოფილი მარტო არასდროს ყოფილა-გუნდი, რომელიც მასთან იყო პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის ეხლანდელი მოვალეობის შემსრულებელი. რა გვჭირს, სადაც ფული და პერსპექტივაა გიენებივით უნდა მიესიონ და გამოხრან ? დააქციეს რაგბი ნიჟარაძის წასვლის შემდეგ. პასუხი ვინმემ ხომ უნდა აგოს გაფუჭებულ საქმეზე..
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს