რაგბის კავშირს პრეზიდენტობის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

AutoSharing Option
2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი.

მოგეხსენებათ, ჯერ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს. არჩევიდან 2 კვირაც არ იყო გასული, რომ გორგასლიძეც გადადგა...

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
რაგბის კავშირს პრეზიდენტობის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს" style="height: 50px; width: 50px;" />საგანგებო ვითარების გამო რაგბის კლუბები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სამარცხვინო სიტუაციაა ქართულ რაგბიში და არც გამოსავალი ჩანს რამე. ამდენი ხანია რაგბს პატრონი არა ჰყავს და გადაწყვეტილებების მიღებასაც ყველა თავს არიდებს. ამ მდგომარეობით ჩვენი ავტორიტეტი გვარიანად შეილახება და მიღწეული წარმატება წყალში ჩაიყრება
????
10:43 21-08-2020
0
გაქანებული მატარებელი,ლიანდაგიდან გადააგდესო.ასეა ჩვენი საქმე.თუ ფული არ იქნება,ბევრი ფულის ეშხით შემძვრალი უშველის თავს და დატოვებს ფედერაციას.ნამდვილი გულშემატკივრები დარჩებიან და ისევ მათი ამოსაყვანი გახდება ლაფში ჩაფლული ურემი.მთლიანობაში,რაღაცა კუთხით,ეს სასიკეთიც შეიძლება გახდეს,ფედერაცია გასუფთავდება მედროვეებისაგან და რაღაც პერიოდში მუშაობის საშუალება მიეცემათ
სოსო
12:46 21-08-2020
0

სიახლეები პოპულარული