პოლიციამ მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

AutoSharing Option
მორაგბის, "შვიდკაცას" კაპიტან რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება." -
ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
რაგბი აქ არაფერ შუაშია, პირადი ამბების გამო მოხდა თაქი: ამბობენ ერთმა მეორეს მეუღლე გაჟი...აო. ატხეთ ეხლა ამისგან პოლიტიკური სკანდალი.
გივი
17 სექტემბერი 2020 19:32
4
გაუშვათ ქოცები და მოვიყვანოთ ვინ მიხუინები ბოკერია ხაზარაძე ვაშაძე აღმაშენებელი .დდ და დაალაგებთ მერე სიტუაციას როგორც ადრე ხო და მოხარჩული წაბლი არ გინდათ.ერთი ცუდი უარესით ჩავანაცვლოთ ხო იფ.მთავრობის ბრალია ბაკლანი და მოძალადე როცა ხარ თუ აღზრდის და შეგნების.
zaza
17 სექტემბერი 2020 12:39
10
Ise informaciiatvis, beseliac nacebisaa da svanizec
Zuka
18 სექტემბერი 2020 16:20
1
იქნებ როგორმე მოვითხოვოთ ახლიდან დაიწყოს კანდიდატების რეგისტრაცია,და გორგოძემ ჩაიბაროს რაგბი! არავითარი აბუსერიძე, ხურციძე და კიდე ვიღაც!!! გორგოძეზე ავტორიტეტი მსოფლიო მასშტაბით არავინ არ გვყავს,ხიდა არც არავის ეპარება ეჭვი მამუკას პატიოსნებას და პროფესიონალიზმში! მოკლედ მამუკა პრეზიტენტად!
გულშემატკივარი
17 სექტემბერი 2020 10:26
0
მაგარ ჭაობში ვართ.... ერთი რაგბი გვქონდა დღეს საამაყო და ესეც წაგვართვეს ამნაირებმა.....
D M
17 სექტემბერი 2020 04:42
1
დაწერეთ სწორად ვინ და რა ეს შემოკლებული სახელები რად გინდათ? საქართველოში არ ვცხოვრობ და აქ ვიცი ვინ ვის ესროლა და მანდ ვის უმალავთ? გამოფხიზლდით და სწორად გააშუსქეთრომ საჯაროობამ იქნებ ეს ცუდი ჩვევები გადააშენოს სამუდამოდ. თან წინ სტატიებში გიწერით ვის ესროლეს. ეეჰ
niko
17 სექტემბერი 2020 03:42
0
სადაც დაფინანსებაა იქ ეგრევე ჩნდებიან ათასი რჯულის არამზადები,ამიტომ უნდა ქმედითუნარიანი, დისციპლინირებული,საქმის მკეთებელი,მონდომებული მენეჯერი და არა სხვა ზე შემყურე, სკამზე მოკალათებული თუ მიჯაჭვული უსაქმური, სახელებს და წარსულ მიღწევებს კი არ მიაჩერდეთ ვინც გაწერილ ჩამოყალიბებულ გეგმას წარმოადგენს ისეთ ადამიანური უნდა დაუჭიროთ მხარი თორემ აირჩევ ძმაკაცს ხო რათქმაუნდა ძმაკაცს როგორ ეტყვი უარს, ხოდა გარკვეული პერიოდის შემდეგ შენც აიღე მაშინ პასუხისმგებლობა ვერ შესრულებულ დაპირებებზე უარესი დარღვევებზე და დანაშაულზე რაღას იზამ ამიტომ კარგად დაფიქრდი ქვეყნისთვის და საქმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ჯობია თუ ძმაკაცის დახმარება კი არა დაღუპვა იმიტომ რომ იხილეთ რისი მაქნისიცაა!
კახა
17 სექტემბერი 2020 02:55
0
ვიღაცა იტყვის ეხლა პოლიტიკას ნუ ჩარევო,აგრამ რაც ქვეყანაში ხდება ის ყველა სფეროზე აისახება.ყველაფერი მოშლილია,რომელი სტრუქტურა მუშაობს გამართულად რომ სპორტმა იმუშაოს? როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ დაიჭირეს,ჯიგრულ ქართულად,ამის მერე რა გიკვირთ.გინდა ეხლა პოლიტიზირებულლი მიწოდონ, მაგრამ თუ ეს ქოცხროვა არ მოვიშორეთ არც სპორტს ეშველება რამე და არც ქვეყანას
irakli81
17 სექტემბერი 2020 02:43
7
რაც ფედერაციაა, ის მორაგბეები ყავს. ამათმა პატარებს რაუნდა ასწავლონ?! რეგბისტებმა რომ ის საწყალი ბიჭი მოკლეს... ამათ ფონზე, აღარცაა გასაკვირი.
სტალინი
17 სექტემბერი 2020 00:48
2
სტალინობას იბრალებ და რაც შენ ხალხი გაწყვიტე,დამნაშავე თუ უდანაშაულო,სხვაზე ხმას როგორღა იღებ?!
სოსო
18 სექტემბერი 2020 15:47
2
სამარცხვინოები!! წესიერი ხალხი ჭირდება სპორტს და არა კრიმინალები! ასეთების ხელში გაიზრდება შაქარაშვილის მკვლელების ნაირები, აბა რა...
ბებე
17 სექტემბერი 2020 00:43
1
რა სროლა რის სროლა, ფეიერვერკები ისროლეს 8 ერში მიღებას აღნიშნავდნენ
giusha3232
17 სექტემბერი 2020 00:19
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული