განვლილ სამივე ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში 18 ქულით მერვე ადგილზეა.
ქართველი მეშვიდკაცეები ექსეტერის ეტაპზე B ჯგუფში რუსეთის, უელსისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.
"განვლილ ტურნირებს თუ გადავხედავთ, მეოთხედფინალებში გამარჯვებისთვის ყოველთვის მცირედი გვაკლდებოდა და თანაც, იმ გუნდთან, რომელიც საბოლოოდ საპრიზო ადგილს იკავებდა. შედეგად, სამივე ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ. არადა, აშკარად მეტი გვეკუთვნოდა. მთელი კვირა ამაზე ვსაუბრობდით და ვეცდებით, ექსეტერში ეს ნაკლი გამოვასწოროთ. დიდი
ორი კვირის წინანდელი, კლერმონის ეტაპისგან განსხვავებით, 12-კაციან შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. გუნდში ბრუნდებიან რამაზ ხარაზიშვილი და რევაზ ჯინჯიხაძე, რომლებმაც პირველ ორ ეტაპზე ითამაშეს. პირველი ეტაპის შემდეგ ბრუნდებიან ნიკო აფციაური და ნიკოლოზ გიგაური. ექსეტერში არ იასპარეზებენ იოსებ მათიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და ბექა ურჯუკაშვილი.
საქართველოს ნაკრები
ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე (ორივე-აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, მამუკა ნინიძე (სამივე-ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"