საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
აგინა კარგი უქნია, ჟურნალისტებმა ის მიიღეს რაც დაიმსახურეს,სწორი აქცენტები აქვს დასმული მორაგბეს გინებაშიც კი.ყველას მისი ადგილი უნდა მიუჩინო,როცა დაუკრეფავში გადადის.
რაგბის ფანი
27 ოქტომბერი 2020 13:02
28
ეხლა აია-ს გაზრდილი გახდა? და მინონოს წევრი? წაიკითხეთ ვინმემ რას წერს უცოდინარი ჟურნალისტი? ნუ გიკვირთ მერე რომ გაგინებენ
რეზო
27 ოქტომბერი 2020 13:40
9
ნათქვამია ფარით ან ფარზე, დღეს ფარზე იყო, მაგრამ იყო ფარზე და არა ზურგში. თქვენ გენაცვალეთ ქართველო ვაჟკაცებო ვინც ქართულ დროშას და ჰიმნს ამაყად ასმენიმებთ. ჩვენ გვჯერა თქვენი. გაიხარეთ გაიხარეთ გაიხარეთ და იმრავლეთ მტრების ჯინაზე.
გგგგგ
27 ოქტომბერი 2020 13:24
10
ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის მიუღებელია იმ ხალხის უაზრო კრიტიკა ვისაც საქართველოს დროშა საზღვარგარეთ გააქვს. სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, შოტლანდიამ საქართვოს ნაკრები თბილისში მს. თასის წინ დაამარცზა და ახლა რატომ გაგვიკვირდა. მთავარია ბიჭებმა იბრძოლეს დადეს გული სული სისხლი და ოფლი. მერე რა რომ წავაგეთ ახლა უნდა გუნდს გვერდით ყოფნა და გამხნევება და არა ტალახის სროლა.
გგგგგ
27 ოქტომბერი 2020 13:17
19
მეგობარო, აქ დამარცხებაში არ არის საქმე. ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს-ამაშიც გეთანხმები. უბრალოდ შოტლანდიასთან წინა შეხვედრებისგან განსხვავებით გამოჩნდა უზარმაზარი სხვაობა კლასში. ადრე ეგეთი განსხვავება არ იყო. ამ თამაშის მერე იმედი გადამეწურა, რომ პირველი დონის ქვეყნებთან როდისმე შანსი გვექნება ?! არა და მოთამაშეები გვყავს. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა მაისაშვილის მიმართ, სასწრაფოდ მწვრთნელია ჩამოსაყვანი უცხოეთიდან.
გიორგი
28 ოქტომბერი 2020 10:46
0
გინება მოსაწონი არაა და ვგმობ, მაგრამ ჟურნალისტებიც რომ საშინლად იქცევით ფაქტია, თქვენც ხშირად პირად შეურაცხყოფაზე გადადიხართ და მიუღებელია.
პს. გაგიმართლათ რო გაბრაზებული წინ არ გედგათ და მხოლოდ გაგინათ
Gia
27 ოქტომბერი 2020 12:44
15
Jurnalistma rusetis prezidents tu agina.gvaramiam mtel parlamens da me tu chems glaxa mezoblebs vagineb daijires vinme tu ra.?
Irakli
27 ოქტომბერი 2020 14:57
13
ვანდამ 100% ხარ ჯიგარო
gurulo
27 ოქტომბერი 2020 12:43
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული