ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნიკა ამაშუკელი: ზღაპარი "მარიფილდზე" და ქართული დერბი ჩელენჯ ქაფზე

ნიკა ამაშუკელი: ზღაპარი "მარიფილდზე" და ქართული დერბი ჩელენჯ ქაფზე

ნიკა ამაშუკელის ისტორია ლამაზ ზღაპარს ჰგავს. 26 წლის ქართველმა რეფერიმ 2007 წელს პირველ სარაგბო მატჩს უყურა - მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნებმა" ირლანდიას ბორდოში დიდი ბრძოლა გაუმართა და ტურნირზე პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვა (10:14). იმ მატჩს უეინ ბარნსი მსაჯობდა. გავიდა 13 წელი და მსოფლიოს საუკეთესო მსაჯის მხარდამხარ, ნიკას ელიტური დებიუტი შედგა.

"ენით აღუწერელი ემოციაა, როდესაც ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, ასეთ მსაჯთან ერთად შესანიშნავ სტადიონზე მსაჯობ. ჩემთვის, 26 წლის ქართველი ბიჭისთვის ეს სიმბოლური იყო. პირველი სარაგბო მატჩი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურე, იყო 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდია-საქართველო და ახლა, ამ დონეზე, პირველი თამაში სწორედ უეინ ბარნსთან ერთად ვიმსაჯე, რომელსაც ეს შეხვედრა ძალიან კარგად ახსოვს", - ამბობს ამაშუკელი და განაგრძობს:

'ბარნს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამ დონეზე პირველად ვმსაჯობდი, შეიძლებოდა წნეხის ქვეშ ვყოფილიყავი და მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში. უშუალობა პროფესიონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელია. თამაშის წინ გავიარეთ დეტალური ანალიზი. ვიმუშავეთ გუნდების სპეციფიკაზე, განვიხილეთ ყველა ნიუანსი, გვქონდა ვოდეოგარჩევები და პრეზენტაციები. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ და გავუზიარებ ქართველ მსაჯებს.

უეინს მოედანზე კარგი აურა აქვს. როგორც მოთამაშეები, მსაჯებიც უშვებენ შეცდომებს და აქაც იყო პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ ბარნსი იმდენად კარგი მენეჯერია, რომ მის მიმართ ნდობა ძალიან დიდია".

"შემოდგომის ერთა თასის" მეორე რაუნდში, "ბ" ჯგუფის ფაქტობრივ ფინალში, საფრანგეთმა შოტლანდიას 22:15 სძლია. ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები:

"ამ ბიჭებს ყველაფერში ეტყობათ პროფესიონალიზმი და მათგან მსაჯების მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობოდა. ეს ხდება მოედანზე და მის მიღმაც. ასეთ დონეზე ბევრი რამ სწორედ მოედანს მიღმა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯმა თუ მოთამაშემ, საუკეთესოდ წარადგინო შენი ქვეყანა და საკუთარი თავი".

ამაშუკელს "მარიფილდზე" 28 ნოემბერსაც უნდა ემსაჯა, მაგრამ ფიჯის ნაკრებში კოვიდ-ინფექციის აფეთქების გამო შოტლანდიასთან მატჩი გაუქმდა:

"გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ეს იქნებოდა კიდევ ერთი შესანიშნავი გამოცდილება, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია და ასეთი დაუგეგმავი ცვლილებებიც გვექნება. სამწუხაროდ, მატჩის დასრულების შემდეგ მალევე მომიწია მსაჯებთან დამშვიდობება. მათ ქართული ღვინო დავუტოვე, რომელიც ძალიან მოეწონათ. ამით არაფერი სრულდება და დარწმუნებული ვარ ასეთი დონის თამაშები მომავალშიც იქნება".

ორი მატჩი ჩელენჯ ქაფზე

სულ მალე ნიკა ამაშუკელს ორი მაღალი დონის შეხვედრა ელის, ამჯერად საკლუბო დონეზე. ის უკვე ორი წელია ჩელენჯ ქაფის შეხვედრებს მსაჯობს და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია.

ქართველ რეფერის 11 დეკემბერს "ქართული დერბის" მსაჯობა მოუწევს. შალვა მამუკაშვილის "ლესთერ თაიგერსი" ქართველების "ბრივს" მასპინძლობს, რომლის შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, თედო აბჟანდაძე, ბადრი ალხაზაშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ.

ერთ კვირაში, 19 დეკემბერს, ამაშუკელი ინგლისურ-უელსურ დაპირისპირებას იმსაჯებს, რომელშიც "ვუსთერი" "ოსპრეიზს" მასპინძლობს:

"ჩელენჯ ქაფზე შესანიშნავი გუნდები თამაშობენ და მივიღე დანიშვნა ორ შესანიშნავ შეხვედრაზე. ძალიან მალე ვიმსაჯებ შალვა მამუკაშვილის "ლესთერისა" და სანახევროდ ქართული "ბრივის" შეხვედრას, რომელშიც ჩვენთვის საყვარელი მორაგბეები თამაშობენ. მათთან მოედანზე შეხვედრა სასიამოვნო იქნება. "ლესთერის" მატჩი ერთხელ უკვე ვიმსაჯე და კლუბის წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ კვირაში ინგლისურ-უელსური დაპირისპირება მელის და გახარებული ვარ ასეთი დონის თამაშები ქართველ მსაჯს რომ ანდეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო ინგლისში მარტო მომიწევს წასვლა და კიდეებიდან თანამემამულეები ვერ დამეხმარებიან".

rugby.ge

• გიორგი

ძალიან სასიხარულოა ნიკას წარმატებები, ყოჩაღ!

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო

ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს

იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"

"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა

[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა

90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში