"რვა ერის" გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონში ჩატარებულ "რვა ერის" ფინალში ინგლისის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში 22:19 დაამარცხა საფრანგეთი და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფრანგებმა, რომლებიც ამ შეჯიბრებაში ოპტიმალური შემადგენლობით არ იყვნენ, პირველი ტაიმი 13:6 მოიგეს, მატჩის ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ 7-ქულიან უპირატესობას, მაგრამ ლელო გაუშვეს, გარდასახვა ოუენ ფარელმა ზუსტად შეასრულა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ნებისმიერი მოპოვებული ქულა გამარჯვებულს ავლენდა.

პირველ დამატებით ტაიმში ფარელმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა და თამაში გაგრძელდა. მეორე დამატებით ტაიმში ისევ ფარელმა იყოჩაღა, ჯარიმა ზუსტად დაარტყა და 22:19-ით გამარჯვება
ინგლისის ნაკრებს დარჩა. მეორე საფრანგეთია, მესამე ირლანდია, მეოთხე შოტლანდია, მეხუთე უელსი, მეექვსე იტალია, მეშვიდე ფიჯი, მერვე კი - საქართველოს ნაკრები.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მსაჯის აშკარა დახმარებით მოიგო ინგლისმა! უსამართლობის პიკია რაგბში გამეფებული!!!
Pride
01:30 07-12-2020
7
ცვეიბა არ ჩამოვიდა კალაძის გამოსამშვიდობო მატჩზე - სეპარატისტებმა თქვეს პოლიტიკურიაო... ეს რა საერთაშორის მატჩს ატარებთ?
უნდა იყვეს მატჩი სოხუმის "დინამო" (ქართული) - სოხუმის "დინამო" (აფხაზური).
მატჩის მერე გადაეხვივნენ ერთამეთს. ეს თუ დიალოგის დაწყებაზეა ლაპარაკი.

"დინამო" (სოხუმი) - "დინამო" (თბილისი) პოლიტიკური მატჩია და სეპარატისტების პროპაგანდაზე გათვლილი. პოლიტიკურ ღონისძიებების უკან მოსკოველი პოლიტტექნოლოგები დგანან ყოველთვის! და ვითომ ხალხს იფარებენ ყოველთვის.

დიალოგი "დინამო" სოხუმი (ქართული) - "დინამო" სოხუმი (აფხაზური) უნდა იწყებოდეს.
გია
16:27 08-12-2020
0

სიახლეები პოპულარული