ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რაც ქართულ რაგბიში ხდება, იმას მხოლოდ ქაოსი შეიძლება დავარქვათ. ამაზე მეტის თქმა შემიძლია, თუმცა საჭიროდ არ მიმაჩნია და თან, არც სიტუაციის გამწვავება მინდა. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, ქართული რაგბი მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდეს.

სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის პირი უნდა აირჩეს, ვინც ყველაზე სწორ ხედვას ჩამოაყალიბებს, რომელიც პროგრამას წარადგენს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს. ჰაერზე საუბარი საკმარისი არაა. დღევანდელი კანდიდატებისა ამ მხრივ არაფერი შეგშურდება.
წინ რთული და ძნელი წლები გველოდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ყველა პრობლემა გადაილახება.

ყველა ფიქრობს, რომ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის დახმარება ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. მისი მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება მოდიოდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებდით. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ნაკრებში ყოფნის დროს კლუბები მორაგბეებს ხელფასებს არ უხდიდნენ და იმ თანხას მოთამაშეებს ფონდი უხდიდა.

მსოფლიოში არცერთ მეცენატს არ ჩაუდია რაგბიში იმდენი ფული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. სწორედ ამიტომ დააჯილდოვა World Rugby-მ ივანიშვილი სპეციალური ორდენით."


altრაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბიძომ თქვა მივდივარო და ვწყვეტო საერთოდ საჯარო ცხოვებასო ბევრს ჯერა რო წავიდა ბევრს არჯერა. ჟურნალისტმა კითხა ნიჟარაძეს წავიდა ბიძინა და როგორ შეაფასებდი მის ქველმოქმედებასო. გია ღირსეული კაცია და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის რას ნიშნავს რატომ უხდის მადლობასმ. ხო გიაც მოისყიდა გორგოძეც, ზირაქაც მაჩხანელიც და ყველა. თქვენხართ მართლები და საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა კაპიტანი რო მადლობას უხდის ეგენი ეპირფერებიან ბიძინას. კარგითრა ცოტა მოდით აზრზე ზოგიერთები სულ დაგაბრმავათ პოლიტიკამ
1234
16:05 22-01-2021
7
ყველანაირი პოლიტიკური შეხედულება გვერძე გადავდოთ და ვაღიაროთ რომ ივანიშვილმა ლომის წვლილი დადო ქართული რაგბის განვითარებისთვის და ზოგს უკვირს რატო უხდის ნიჟარაძე მადლობას. გადახედეთ სტადიონებს 10 დან 9 მისი აშენებულია დაწყებული ნუცუბიძის ბაზით დამთავრებული რეგიონებით. კლუბების მორაგბეებს თავად უხდიდა ხელფასებს. უმადურობა ცუდი რამაა. რაც კარგია ვთქვათ. რაც ცუდია ეგეც ვთქვათ რა თქმა უნდა
ქართველი
15:33 22-01-2021
5

სიახლეები პოპულარული