რაგბის კავშირის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ:

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:

სრკ-ის გამგეობის ანგარიში;
სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სრკ-ის გამგეობის წევრთა კანდიდატურების წარდგენა;
სრკ-ის გამგეობის არჩევა;
სრკ-ის პრეზიდენტის მიერ სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის
წარდგენა;
სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
სხვა საკითხები.
თანდართული დოკუმენტები საერთო კრების შესახებ:

2021 წლის 31 იანვრის გამგეობის სხდომის ოქმი;
გამგეობის განმარტება რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრების ყრილობის მოწვევის შესახებ;
2021 წლის ნამდვილ წევრთა სია;
საერთო კრების რეგლამენტი;
არჩევნებში კენჭისყრისას ხმის მიცემის პროცედურა;
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის პროცედურა;
თანხმობა სრკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესოა რამდენი ფული გაუჩნდა რაგბის კავშირს ასე რომ ხოცავენ ერთმანეთს?
გიორგი
13:43 03-02-2021
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულ რაგბს სპეციალურად არ აძლევენ გასაქანს, ალბათ რომ ვიფიქროთ ბიძინას გარეშე არაფერი გამოგვივა :(
გიორგი
16:02 02-02-2021
2

სიახლეები პოპულარული