საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის ძალითაც მისი უფლებამოსილება არ იქნა ცნობილი.
"საჯარო რეესტრმა უარი მითხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე, არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს წესდებით მოთხოვნილი ხმების რაოდენობა არ მიგიღიათო. ეს ტყუილიც აღარ არის, მამაძაღლობაა!
არ მეგონა, აქამდე თუ მოვიდოდით! დღითი დღე უფრო და უფრო სირცხვილია! დღითი დღე უფრო და უფრო მრცხვენია! მარტო სიმართლეა ჩვენ მხარეს! სამართალი, როგორც ვხედავთ, ჯიბეში აქვთ. უკანონობის დაკანონებაზე ერთი პასუხი გვაქვს: ძალა ჯერ კიდევ ხნავს აღმართს და
აბა, კარგად შემოგვხედეთ!", - წერს აბუსერიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
აი ინტელექტი და აი წესრიგი.
მართალია აზრზე არ ვარ რაგბის კავშირში რა ხდება, მაგრამ ეს აბუსერიძე წესით ასე არ უნდა იმუქრებოდეს.