"ყველას გავაშიშვლებთ!" - რაგბის კავშირში ვნებათაღელვა არ ნელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საინფორმაციო სააგენტო "მთავარში" რაგბის კლუბების სახელით პრესკონფერენცია გამართეს ვეტერანმა მორაგბეებმა, "ლოკომოტივის" წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ და "იუნკერების" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ზამბახიძემ. საუბარი, რა თქმა უნდა, არსებულ ვითარებას შეეხო...

"მუნიციპალურ კლუბებზე განხორციელდა ზეწოლა, რათა არ შემდგარიყო ქვორუმი, რადგან იცოდნენ, ვერ იმარჯვებდნენ და არჩევნების გადაწევა სურდათ 2021 წლისთვის... უკვე დაიწყეს ხელის გაშვერა პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ 18 თებერვალს დავგეგმეთ გამაფრთხილებელი აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან... უკვე დავასახელეთ კონკრეტული გვარები. მათი ხშირად გამეორებით არ გვინდა ეს თემა გაიცვითოს. მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ და ვინც ჩართულია ამ პროცესში, ყველას გავაშიშვლებთ!

ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სპორტულ ფედერაციებს. სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა დიდი დაინტერესება გამოხატა. ასევე, დიდი გამოხმაურებაა ფრანგულ მედიაშიც", - განაცხადა ბობა კვინიხიძემ.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებს მაყუთი მოუნდათ ქვია ამას...
zviads
16:48 15-02-2021
4
სამარცხვინო ქვეყანა ვხდებით
1

სიახლეები პოპულარული