ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩეული, მაგრამ არდამტკიცებული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადების ტექსტს ავრცელებს.

"საბედნიეროდ, დღეს (უკვე გუშინ), საქართველოს რაგბის კავშირი, კიდევ 10 დღის ვადით დარჩა რაგბის კავშირად და არ იქცა კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიად.

ისევ გვაქვს შანსი და რაც ყველაზე მთავარია, ისევ გვაქვს არჩევანი!

ქართული რაგბის და ვეტერანი ბორჯღალოსნების სახელით, მე, თავად ბორჯღალოსანი, ირაკლი აბუსერიძე და ჩემი გუნდი, მოგმართავთ ყველას, ვინც 10 დღეში კვლავ დადგებით იგივე არჩევანის
წინაშე: არჩევანი რთული არ არის! ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია! როგორც მე ვერ გავხდები 10 დღეში მშენებელი, ისე ვერ გახდება მშენებელი იოსებ ტყემალაძე მორაგბე.

არჩევანი ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ვიცი, რომ ეს არჩევანი არის მძიმე. ვიცი, რა მუქარებსაც ისმენთ მუნიციპალური კლუბები. ვიცი, რა ხალხიც არის ჩარეული და რამდენს უნდა ეს კავშირი საშოვარ ადგილად აქციოს. გახსოვდეთ, ეგეთი ხალხი მოვა და წავა. აი, სტადიონიდან წასული, იმედგაცრუებული გულშემატკივარი უკან აღარ მოვა! ბევრი მაგალითი გვაქვს ამის.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც სპორტი ავირჩიეთ ცხოვრების გზად და რაგბი ცხოვრების წესად, გულშემატკივართან ვართ ანგარიშვალდებული! გაიხსენეთ ხალხით სავსე სტადიონი, გაიხსენეთ ტაშის ხმა, გაიხსენეთ გახარებული სახეები, გაიხსენეთ გამარჯვება და გვერდზე დაგვიდექით, რომ 10 დღეში ისევ ერთად გავიმარჯვოთ!

არჩევანი ასეთია: ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია!" - დაწერა ირაკლი აბუსერიძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აზრზე არ ვარ ვინ და რა არის ტყემალაძე, მაგრამ აბუსერიძევ, პარლამენტში რომ შედიოდი, რამდენ დღეში გახდი პარლამენტარი? მაშინ არ გიფიქრია რომ არაა პარლამენტში ჯდომა შენი საქმე?
გიორგი
20:40 07-03-2021
0
რაიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის, მთავარი კრიტერიუმი არ არის ის, რომ შენ იყო ამ სფეროს წარმომადგენელი. კარგი ქირურგი შეიძლება ვერ იყოს საავადმყოფოს კარგი დირექტორი. მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რგოლში აუცილებლად იყოს ჩართული დარგის მცოდნე, ამიტომ გუნდი რომელიც მართვას ამათუიმ ორგანიზაციას უნდა იყოს დაკომპლექტებული კარგი მენეჯერით და მის ირგვლივ მცოდნე ხალხით.
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული