ვეტერანი მორაგბეები მხარდაჭერას სოსო ტყემლაძეს უცხადებენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვეტერანი მორაგბეები გამოეხმაურენ და სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

"საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს.

სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეს.

ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ,
რომ ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.

ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია, რადგან დაპირისპირების შემდგომი გაღრმავება უკიდურესად დააზიანებს და ჩიხში შეიყვანს აღმავლობის გზაზე მყოფ ქართული რაგბის მომავალს და ჩვენი ერთგული გულშემატკივარის უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს.

ჩვენ - ყველა თაობის მორაგბე - ზუსტად ვართ გათვითცნობიერებული და სრულ ინფორმაციას ვფლობთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში და ამიტომ ვთვლით, რომ დაპირისპირება ამ ფორმით უპირობოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მუშაობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და საერთო მიზნების გარშემო გასაერთიანებლად.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყველა თაობის რაგბის ვეტერანების უდიდესი ნაწილი შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს - ბატონ სოსო ტყემალაძეს და მოისმინა მისი მოსაზრება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა და ქართული რაგბის შემდგომი წინსვლის პერსპექტივების შესახებ, ასევე ვუყურეთ მის ვრცელ ტელე-ინტერვიუს პალიტრანიუსზე და ყველაფერ ამაზე დაყრდნობით გვინდა განვაცხადოთ, შემდეგი:

- ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ „რაგბის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროგრამას“ და რაც სარაგბო თემისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად ვიზიარებთ მის ხედვას - დაპირისპირების დაძლევისა და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის გზების შესახებ;

- არსებული ვითარებით უკმაყოფილო მხარეს კი მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთელი სარაგბო თემის სახელით აპელირებას. მათ მიერვე შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით კი, ვურჩევთ, შეეცადონ ცივი გონებით შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, ხელი შეუწყონ დაპირისპირების შეწყვეტისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ შეთავაზებულ წინადადებებს და საქმიანი კამათისა და ანალიზის მეშვეობით ერთიანად ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის წინსვლას და ერთიანობას.

ამას მოითხოვს სარაგბო თემის უდიდესი ნაწილი, რაგბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩვენი განვითარების გულწრფელი მხარდამჭერი - საერთაშორისო სარაგბო თანამეგობრობა".

ვეტერან მორაგბეთა არასრული სია

1. გელა მიქაბერიძე
2. ზაზა ღვინიაშვილი
3. ილო იოვაძე
4. ზურაბ ხარშილაძე
5. გოგი ჯალაღონია
6. ბათუ კევლიშვილი
7. დათო ჯალაღონია
8. შურა თაყაიშვილი
9. მალხაზ კოროშინაძე
10. გოგი ჭიჭინაძე
11. გოგი ლებანიძე
12. გიორგი კეშელავა
13. კაკი რამიშვილი
14. ნუგზარ კობერიძე
15. ავთანდილ გუგავა
16. ნუგზარ ქარქაშაძე
17. თემურ გამცემლიძე
18. ნონო ანდღულაძე
19. ლექსო გუგავა
20. ირაკლი დოლიძე
21. ალექსანდრე ცისკარიშვილი
22. ნუკრი კოტრიკაძე
23. კოკა ლაზიშვილი
24. ლევან ვასაძე
25. გუგა გეგენავა
26. სერგო რამიშვილი
27. გაიოზ მონიავა
28. თამაზ ანდღულაძე
29. მერაბ ნიჟარაძე
30. გურამ კუციავა
31. ბეგი გვალია
32. ზურა ქელბაქიანი
33. ალე მამულაშვილი
34. ზურა ელიზაშვილი
35. გია ნიჟარაძე
36. ტარიელ მაჭავარიანი
37. ნოდარ ლიპარტელიანი
38. მერაბ არჩვაძე
39. ლაშა თავართქილაძე
40. კაკი დავითულიანი
41. თამაზ მაზმიაშვილი
42. თემურ კახოიძე
43. დავით გურული
44. გიორგი რამიშვილი
45. ივანე ფურცელაძე
46. ირაკლი გოგოხიძე
47. ზურაბ ალადაშვილი
48. ბექა კობეშავიძე
49. დავით კობეშავიძე
50. გიორგი კორკოტაშვილი
51. ლევან ღვაბერიძე
52. ზურაბ ზოიძე
53. ერეკლე ტრიპოლსკი
54. გიორგი კობახიძე
55. დავით გიორგაძე
56. დათო თევზაძე
57. ვახტანგ კაპანაძე
58. თემურ ჯაფარიძე
59. თემურ ნარიმანიძე
60. გივი ჭიჭინაძე
61. გია ჩლაიძე
62. ლაშა ჩიქვინიძე
63. გია ცაგარეიშვილი
64. თემურ გაფრინდაშვილი
65. გიორგი ლომინაძე
66. ვალტერ კაპანაძე
67. ცეზარ დარჩია
68. არჩილ ჭუმბურიძე
69. თენგიზ ცისკარიშვილი
70. მერაბ ფერაძე
71. მიხეილ კალანდაძე
72. ბიძინა ბერიშვილი
73. ჯონი ბენდელიანი
74. ზურაბ შარაშენიძე
75. ბაჩი გოგუაძე
76. ალექსანდრე ნაჭყებია
77. ბართლომე ხამაშურიძე
78. თენგიზ ტურძელაძე
79. ალექსანდრე გრიგალავა
80. ტარიელ მარგველაშვილი
81. ტუხა ხახალეიშვილი
82. პაატა ტყაბლაძე
83. რობერტ ობოლაძე
84. დიმიტრი ფულარია
85. გია რევიშვილი
86. ბუთხუზი გაბუნია
87. კახა გაბრიჩიძე
88. გიზო ცქიტიშვილი
89. რამაზ სვანიძე
90. ალექსანდრე მიქაბაძე
91. ბორის ზივზივაძე
92. ავთანდილ ჩოგოვაძე
93. გოჩა ხონელიძე
94. ზურიკო შავგულიძე
95. მამუკა ჯანაშია
96. ოთარ ალავიძე
97. დავით რეხვიაშვილი
98. გიორგი ნემსაძე
99. ნუკრი წერეთელი
100. დავით ნემსაძე
101. ლევან შარვაშიძე
102. ბესიკ ხამაშურიძე
103. ავთანდილ კოპალიანი
104. გაგა გურეშიძე
105. გოჩა ხონელიძე
106. მერაბ ანთაძე
107. ნიაზ მამრიკიშვილი
108. თამაზ მგელაძე
109. გია ჯაფარიძე
110. შოთა მოდებაძე
111. ზურაბ ზვიადაძე
112. ბექა ყურაშვილი

მკითხველის კომენტარები / 27 /
რად ინდა ამდენი აურზაური დანიშნონ ანუ და ერთერთ მოადგილედ ტყემალაძე და აკონტროლოს რომ არ მორეხონ ფული ეგ არი და ეგ ატეხეს ერთი ამბავი ეს ნიჟარაძის თავები ის მოღერალი კიდე დაეტიე ერთ ადგილას აბუმ და მისმა თაობამ წამოწია რაგბი 2 წელში თუ წინსვლა არ იქნა ვადამდელი არჩევნები მანამდე კი აბუს აცალეთ.
კახა
27 თებერვალი 2021 15:19
6
ისე არ ვარ ბიძოს მომხრე მაგრამ. ბიძო რომ არა ამდენი წლები თქვენ დააფინანსებდით რაგბის განვითარებას? ფული გინდათ და განვითარება მაგრამ ვინც აფინანსებს ის არ გინდათ. ქართველებს თუ შეგვიძლია მარტი ეგ. :)
გიორგი
27 თებერვალი 2021 14:01
2
შე დალოცვილო, ფეხბურთს თუ ვაფინანსებთ 350 მილიონით, რაგბს რატომ ვერ დავაფინანსებდით?
თუ რაგბი ცვეტში იყო და პრესტიჟი იყო მისი დაფინანსება?
oceola
27 თებერვალი 2021 14:25
1
არ ვიცი რომელი მხარე მარტალია და რომელი არა, მაგრამ აუცილებლად, ჩვენი რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთ კომპრომისით ისეთნაირად უნდა შეთანხმდეთ რომ რაგბი არ დაზარალდეს და რამდენიმე წლით უკან არ დავიხიოთ
ალეკო
27 თებერვალი 2021 15:14
0
გოჩა ხონელიძე ორჯერ უწერიათ :))))))) ეს ოჯახი კი არა, სკამებისთვის ბრძოლაა. უცხო კაცი მოვიდა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პოლიტიკური მოტივები მუშაობს, საკმარისია სიის წაკითხვა. თუ ასე უნდოდათ ტყემალაძე, აქამდე სად იყო? ბოლოს ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. მე ამათ უკვე მორაგბეებს აღარ ვუწოდებ, ესენი არიან სსრში ჩარჩენილი ხალხი. დიდად არც მეორე მხარე მხიბლავს, მაგრამ ესენი ნამეტანია
: )))))))
27 თებერვალი 2021 09:22
9
სოსო ტყემალაძე პირდაპირ ბიძოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია. შესაბამისად მხარდაჭერაც ექნება )
dato
27 თებერვალი 2021 11:58
0
ეგეც! არ იფიქრო მაგის მხარდამჭერი ვარ, უბრალოდ იმას ესენი ჰყავს სამიზნედ და ცუდი ფორმით გამოხატავს. როცა ოჯახზე ლაპარაკობენ, დანაშაულზე უთითებენ და მერე ვითომც არაფერი ეგეც ჩრდილს აყენებს აქამდე მიღწეეულ შედეგს. ცუდი იცი რა არის? აქამდე არ უნდა მიეყვანათ. თუ ე.წ თავისი კაცი მოყავდა ვინმეს (რაც აშკარად სახეზეა), ისე მოეგვარებინათ, რომ დაპირისპირებამდე არ მისულიყო
ლუკას
27 თებერვალი 2021 13:37
0
ყველა გამოხმაურება
რა მაინტერესებს რომელ წლებში თამაშობდნენ პრაქტიკულად უმრავლესობა უცნობი ხალხია საზოგადოებისთვის
Night
27 თებერვალი 2021 09:19
6
ძნელია რომელიმე მხარე დაიჭირო. ერთუ კი ნათელია, ვისაც არჩევნების Ეშინია, არ უნდა იყოს მართალი.
გიორგი
27 თებერვალი 2021 01:40
2
ესეიგი ქართულ ოცნებასაც ეშინია
Fifa
27 თებერვალი 2021 12:48
1
სირცხვილი რეგბს და ეს სადამდე უნდა გაგრძელდეს
sos
01 მარტი 2021 17:53
0
Ki magram erti ram gamagebinet, im.abuseridzem archevnebi xom moigo? Da reestrma ar daaregistrira. Esea tu ara?
Milani
27 თებერვალი 2021 07:48
2
რეალურად არა, რადგან არჩევნები ჩატარდა არასაკმარისი დელეგატების რაოდენობით, ანუ მაგ არჩევნებზე მღებულ გადაწყვეტყილებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა)
dato
27 თებერვალი 2021 11:56
3
ამათ რამდენი გადაუხადეს? ვაი ჩვენს პატრონს.
გივი-გია
04 მარტი 2021 13:46
0
ერთმა სპორტული მხარე ჩაიბაროს მეორემ ფინანსური არ შეიძლება? ყველამ ის აკეთოს რაც იცის.
gia
27 თებერვალი 2021 03:02
0

სიახლეები პოპულარული