ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს (თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაამტკიცა), სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს:

"თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები

ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!"

ოთხშაბათს, ხვალ, 10 მარტს, დიდუბეში, გ
ამოფენის შენობაში რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა გაიმართება. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძე გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
რაგბის ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა სრული ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ რაგბს სანამ ეს ფუნქციონერები არ დაწყნარდებიან. სხვანაირად რომელმა მხარემაც არ უნდა გაიმარჯვოს, რაგბი წაგებული იქნება. ეს ყველაფერი 2015 მსოფლიოს მერე დუღდა და პირველ რიგში ნაკრებს დაეტყო, ახლა კი იფეთქა. "რაგბი ჩვენი თამაშია" , " ჩვენ ერთი გუნდი ვართ" იძახეთ მხოლოდ სიტყვებად და უმტვრიეთ ცხვირპირი ერთმანეთს. გულისამრევია.
???
09 მარტი 2021 20:22
3
ვიქტორინა: დაასახელეთ სფერო, სადაც თანამდებობა და ფულია, და ქართველები ერთმანეთს არ ჭამენ.
კოტე
09 მარტი 2021 20:16
0
ეგსახეობაა დოს ყლაპვა
დოყლაპია
10 მარტი 2021 01:30
0
გეთანხმებით. თუმცა ის ფორმა, რომლითაც ეს ხდება ჩვენთან, არსებითად განსხვავდება სხვაგან დამკვიდრებული ბრძოლის ცივილიზებული ფორმებისგან. რომელიც საყოველთაოდ მიღებულ თამაშის წესებზეა დაფუძნებული. ხვალ ჩართეთ საინფორმაციო გამოშვება და ნახავთ სხვაობას.
kote
09 მარტი 2021 23:09
0
ყველა გამოხმაურება
რა 6 ერი, არჩევნები ვერ ჩაუტარებიათ. ინგლისში ან ირლანდიაში მსგავსი მოხდება? ძალიან ფსკერზე ვართ
kane
09 მარტი 2021 19:01
3
საკუთარ ამბიციას, რომ გახდეს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, უნდა რომ ბევრი რამ შესწიროს. რატომ ჰგონია ამ . . . რომ მისი პრეზიდენტოსბი გარეშე ქართული რაგბი ვერ გადარჩება. აი ერთმანეთს რომ დაუპირისპირებ ადამიანებს, ამ გაუბედურებულ ქვეყანაში ეგაა რაცაა. და ვინ დაამტკიცა რომ კარგი მორაგბე რაგბის ფედერაციის კარგი პრეზიდენტი იქნება?
იქნებ პირიქით, აჯობებდა სიმშვიდისკენ მოეწოდებინა, და დაეთმო თავისი ამბიცია დღეს და ხვალ შეიძლებოდა გამხდარიყო ფედერაციის პრეზიდენტი. არა მოლი რის წინ ვერ დაგვიდგება. ვინ ვის უნდა დაატაკო
გიორგი
09 მარტი 2021 18:30
10
გასაოგნებელი ამბავია. რეესტრმა არ დაარეგისტრირა აბუსერიძე პრეზიდენტად. მოგვწონს ეს, თუ არა, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს და ვერ უშველის ვერანაირი მოლი. სასამართლომ შეიძლება გაამტყუნოს ან გაამართლოს რეესტრი, მაგრამ ამას ერთი წელი დასჭიდება! დალოცვილო, ერთხელ თუ მოიგე არჩევნები, მეორედ რატომ გაურბიხარ?
გიორგი
09 მარტი 2021 22:27
1
რაღაცებს, რომ ლაპარაკობ, საქმის კურსში ხაარ საერთოდ? კანონიერადაა ეს კაცი არჩეული, გესმის სიტყვა ,,არჩეულის'' მნიშვნელობა საერთოდ? რა შუაშია კარგი მორაგბე კარგი პრეზიდენტი იქნება თუ არა, იცი საერთოდ რა მოხდა?
ლევანი
09 მარტი 2021 19:40
12
ყველა გამოხმაურება
ეს მაგარი ვიცით მშვიდობიანად შევიკრიბებით ნეტა ერთი კაცი მანახა ვინც დაუჯერებს რო იქ მხარდამჭერებთან ერთად მისვლა როცა არ აღიარებ არჩევნებს არ იქნება საჭირო სპეცრაზმის გამოყენება საჭირო რაც არ უნდა მართალი იყო როგორ უნდა წახვიდე ეგეთ ვითარებაზე დიდი ჯაფა დაადგევა ხვალ პოლიციას და იმედია ეხლავე დაიწყებენ ზრუნვას არეულობის თავიდან აცილების თორე ეგენი თუ მიუშვეს ერთმანეთან წარმოდგენაც არ მინდა
ნოდო
09 მარტი 2021 17:55
5
ეხლა აბუსერიძის პრეზიდენტობაზე უნდა ვიბრძოლოთ? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი და ვინ შეჭამს ფულებს?
სტატუს ქუო
09 მარტი 2021 17:39
7
სლოგანებზე და მოწოდებებზე ეტყობა ინტელექტი, დაანებე ბიძიკო თავი ვისაც ფულის ჩადება და საქმის კეთება უნდა, თუ რამე შეგიძლიათ გვერდით დამიდექითო იმ კაცმა. ნაკრების და ქართული კლუბების თანხას კი არა ფედერაციაში ხელფასს ვერ დაარიგებთ უმაგისოდ. რა ვქნათ ეხლა შენ შემოვიღოთ ეს საყვარელი სპორტი?
გიჩა
09 მარტი 2021 17:35
6
თქვენ დაქირავებულები ხომ არ ხართ? არჩეულია ეს კაცი, გაიგეთ - არჩეული
რატი
09 მარტი 2021 19:49
10
პარლამენტის უსიტყვო წევრობაც შენი თამაშია?
პაატა
09 მარტი 2021 16:56
7
ეს კაცი არც მე მომწონს, მაგრამ რაც ხდება სრული უკანონობაა და ეს არის მნიშვნელოვანი თუ როგორ წაართვეს არჩეულ კაცს კუთვნილი ადგილი. პიროვნული საკითხები მეორეხარისხოვანია და ვის ვინ მოწონს კიდე...
დათო
09 მარტი 2021 20:03
8
გამოდიან ამ აბუსერიძის მხარდამჭერები და ისე იძახიან არ დავთმობთო, გეგონება მემკვიდრეობით მიიღეს თავიანთი წინაპრებისგან ეს თანამდებობა.
თუ კეთილსინდისიერად ხარ გამარჯვებული, ხვალ რატო მოუწოდებ ხალხს არეულობისკენ? კიდე მიტინგი უნდა ამ გასაცოდავებულ ქვეყანას?
საჯარო რეესტრმა არ დაგარეგისტრირა ბიძია და მიდი და უჩივლე მათ თუ შნო გაქ. პარლამენტში ხომ 4-წელი აატალახე მუკროფონთან მისასვლელი გზა ხალხის პრობლემების გაჟღერებით სურვილით და ეხლა რაგბს ააყვავებ.
ვაი უბედურო საქართველო, რამდენს უძლებ!
ირაკლი
09 მარტი 2021 16:54
8
ხალხო მოიგო ამ კაცმა, მოიგო და რეესტრმა არ დაარეგისტრირა, გესმით ეს რას ნიშნავს? რა მნიშვნელობა აქვს კარგი კაცია, ცუდი, ბოღმა თუ ეჭვიანი? რა ბავშვის დონეზე მსჯელობთ? ფაქტია, რომ ამ კაცმა გაიმარჯცა და ვიღაცას ზემოთ სხვა მოუნდა. ნემსაძის შემთხვევა გახსოვთ? ზუსტად ასეა ახლაც...
გიო
09 მარტი 2021 19:47
9
სად გინახავთ ერთი მოლით მოსული პრეზიდენტი? ეს მოლი ნეტავ იქ მოგვაგებია სადაც მოსაგები გვაქვს, აბა თქვენა ხართ რა.
გიორგი
09 მარტი 2021 16:39
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული