ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს (თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაამტკიცა), სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს:

"თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები

ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!"

ოთხშაბათს, ხვალ, 10 მარტს, დიდუბეში, გ
ამოფენის შენობაში რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა გაიმართება. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძე გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მოლით კი არა კანონიერად უნდა მოიგო არჩევნები, ეს უკვე ნამეტანია. ანუ სამართალი მორევაზეა თუ როგორაა საქმე?
რეზო
16:01 09-03-2021
10
გამოდიან ამ აბუსერიძის მხარდამჭერები და ისე იძახიან არ დავთმობთო, გეგონება მემკვიდრეობით მიიღეს თავიანთი წინაპრებისგან ეს თანამდებობა.
თუ კეთილსინდისიერად ხარ გამარჯვებული, ხვალ რატო მოუწოდებ ხალხს არეულობისკენ? კიდე მიტინგი უნდა ამ გასაცოდავებულ ქვეყანას?
საჯარო რეესტრმა არ დაგარეგისტრირა ბიძია და მიდი და უჩივლე მათ თუ შნო გაქ. პარლამენტში ხომ 4-წელი აატალახე მუკროფონთან მისასვლელი გზა ხალხის პრობლემების გაჟღერებით სურვილით და ეხლა რაგბს ააყვავებ.
ვაი უბედურო საქართველო, რამდენს უძლებ!
ირაკლი
16:54 09-03-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული