"ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს..." -ირაკლი აბუსერიძე

AutoSharing Option
ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამისება, - ასე აფასებს ირაკლი აბუსერიძე "ექსპო ჯორჯიაში" განვითარებულ პროცესებს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს არის უსამართლობა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს.

"ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირიპისპირება და პროვოკაცია წამოვიდა მათი მხრიდან. ჩვენი მომხრეები იდგნენ შესასვლელთან და ამ მომენტში დაიწყო ეს დაპირისპირება. მოძალადეებს ჩვენ გვეძახიან და ძალადობით და ხელის გადაგრეხვით
უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე ვიდრე და სამართალი არ გაიმარჯვებს. ამ უსამართლობას არ დავუთმობთ" , - განაცხადა აბუსერიძემ.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სიმონ მაისურაძემ ჩვენთვის მშვიდობიანად მოლით შევდიოდით არჩევნების ჩასაშლელად და არ შეგვიშვესო,გაგაგიჟებს ეს ხალხი. ბიძინას რომ აგინებთ ცოტა სინდისმა შეგაწუხოთ იქნება, ითამაშებდით ეხლაც ვარკეთილის სტადიონზე და ასფალტზე ივარჯიშებდით
გიო
14:54 10-03-2021
8
გეგმა არ გვაქვსო რომ იძახიან პრობლემა ეგ არის, სამართალს ვირული მეთოდებით იცავენ.
აბუს გარდა წესიერი არავინ იჯო კანდიდატი? ჩვენი ოჯახიო და მთელ მსოფლიოს მოსდეს ამბავი, და გულშემატკივარს მწყობრად და დალაგებულად ერთხელ ვერ თუ არ დაელაპარაკნენ.
თუ სიმართლის მხარეს არიან ყველა თავისი საქციელი მართალი გონიათ, ტიპიური თანამედროვე ქართული სიბრიყვე. რაგბს, ოჯახს ქვეყანას ყველაფერს ერთნაირი უტვინო მიდგომით ვსპობთ.

წარსულია მგონი უკვე ჩვენი რაგბი და მოძალადე რეტროგრადებთან ერთად ამათაც დიდი წვლილი მიუძღვით ამაში. ოთხი წელი გქონდათ ჭკუით მოსამზადებლად, საზოგადოებრივი აზრის მოსაგებად. მაგრამ არარი თქვენი საქმეო და ისევ ყველა უცხოსთან იჩივლეს...
ლუკა
14:16 10-03-2021
1

სიახლეები პოპულარული