ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გაავრცელა.

"იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას!

10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის!

მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ!

ბრძოლა ეხლა იწყება!" - წერს აბუსერიძე.

- აბუსერიძე ტყემალაძეს მიმართავს" style="height: 50px; width: 50px;" />"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია

altრაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

მკითხველის კომენტარები / 24 /
ბატონო აბუ, რით ვერ გაიგე, რომ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა, რაგბის თამაში არ არის. აქ საჭიროა გქონდეს მართვის უნარი, იყო გამოცდილი მენეჯერი და მოიზიდო ინვესტიციები და არ იყო დამოკიდებული იმაზე თუ რას გადმოგიგდებს ბიუჯეტი. შენ კი რომელ ამ სპეციალობაში ხარ დახელოვნებული? ჯერ იყო და რაგბს თამაშობდი და სასწავლებლად არ გეცალა, თამაშს თავი დაანებე, პარლამენტში დაგდეს და კუნძივით იდე იქ, 4 წელი ხმა არ ამოგიღია, გამოხვედი პარლამენტიდან და პრეზიდენტობა მოინდომე, როდის მოიცლი ორი წიგნი, რომ გადაიკითხო და რამე სპეციალობა მიიღო? რაგბის მწვრთნელის პოსტი, რომ იყოს დასაკავებელი, შენ გვერდში დავდგებოდი, მაგრამ ვიცი, კაცი, რომელიც ისეთ საქმეს კიდებს ხელს, რომლის აინუნშიაც არ არის, იმისთვის მოდის, რომ ფული იშოვოს. ამაში კი მხარს ვერ დაგიჭერ.
ჰავლაბრელი ტიღუა
12 მარტი 2021 17:55
18
ტყემალაძეს რა განათლება აქვს არ ვიცი, მაგრამ აზრის გადმოცემა არ უჭირს. ამას ვერ ვიტყვი აბუსერიძეზე. თუმც ეს მთავარი მაინც არ არის. მთავარია, რომელს სურს და შეუძლია პრობლემების მოგვარება. აბუსერიძეს ეს არ შეუძლია, რომც უნდოდეს, რაც სამწუხაროა.
გიორგი
13 მარტი 2021 01:25
1
უბრალოდ მაინტერესებს აბუს განათლებას რომ უწუნებთ ტყემალაძეს რა განათლება აქვს ან გარემოცვაში ვინ ყავს საჭიროდ განათლებული? და მერე აბუს გარემოცვას გადახედეთ.
P.S. ისე გორგოძილასაც უნდა დაეფიქსირებინა საჯაროდ თავისი პოზიცია.
ლაშა
12 მარტი 2021 20:56
10
დაგვანებეთ თავი,თქვენ ყველას მანდ გინდათ ფულის კეთება.სამშობლო და საქმე ფეხებზე გკიდიათ და ამიტომ ნეიტრალური ხალხი არ დადის მსგავს ღონისძიებებზე,გინდ მიტინგზე და გინდ თქვენს აქციებზე.
Status quo
12 მარტი 2021 17:10
5
100% სიმართლე
გენა
12 მარტი 2021 18:40
4
ეეეე... აბუ, საქმის და თავის მტერია. იმდენს შვება, მჯერა ბიჭების მაგრამ წამითაც არ ვენდობი საქმეში ამის ბოღმის და უუნარობის შემხედვარე. უსამართლობაზე მეტად ბრაზიანი უვიცობა არის საწყენი. მაგრად გატეხე აბუ, ძალიან მაგრად.

იმდენი გააფუჭე უკვე, რომც გახდე პრეზიდენტი და შეაკვდე რაგბს. ვერ გამოასწორებ გინდა სიდა გინდაც გარე რაგბში.
ლუკა
12 მარტი 2021 14:17
12
აბუ კიდე იმუქრება. ამასწინათ დავწერე და გავიმეორებ, ეხლა უკვე გვიან არის, მაგრამ მედიის საშუალებით, გაგვაცანი პროექტი, მოსვლის შემთხვევაში რის გაკეთებას აპირებდი რაგბისთვის. იგივე მაინტერესებს აწ არჩEული პრეზიდენტისაგან რა უნდა გააკეთო, მიზნები და ამოცანები და ამ ამოცანების გადაჭრის გზები.
QT
12 მარტი 2021 14:14
7
ეგ წელიწადზე მეტი ხანია არ გაჟღერებულა და ეხლა ვინღა გააღჟერებს? თუ კანონიერი გზებით იმუქრება, ერთადერთი ვარიანტი სასამართლოს გადაწყვეტილებაა და თუ მოლებს და დერეფნებს დაუყენებს სახლთან, ბევრად წამგებიანი იქნება. ფაქტია, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. რახან ფულის გადამხდელთან ვერ გაარკვია, იმიტომაც მოხდა ასე. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.
????
12 მარტი 2021 14:32
2
რას გამოაცხადებს რამდენჯერაც კითხეს იმდენი იძახეს გეგმა არ გვაქვსო. ჯიმშელაძემ და კიდევ რამოდენიმემ კი აღნიშნეს კონკრეტულ სპორტულ პრობლემებს სად ხედავენ და თუ მიხედავენ ერთად რა აჯობებს.

ეს კიდე სუ ილანძღება და იმუქრება, პირადულ ზიზღს ვერ მალავს.

ისე აქტიურად მოთამაშე რაგბისტი ბევრია ამათში? არ ვიცი. და ეხლა მოთამაშე ახალგაზრდას რა მომავალს უტოვებენ ასე?
ლუკა
12 მარტი 2021 14:48
5
პროგრამა არვიციდა ორმოც მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს წელიწადში იქნება ფრანჩიზა და მიაწობიან ბავშვთა რაგბს ასევე ეს რაც მოკლედ ისაუბრა ტყემალაძემ იქედან გამომდონარე ხო კიდე ხუთი მილიონი აქვთ გარღვევა არიან უმაყუთოდ საქმეა სასამართლოში გადავემული მოთხოვნილი იქნა ოცდაექვსი მილიონი ლარი მიიღეს 17 მინუს ხუთი მილიონი და გახდა თორმეტი ხოდა აქ აირია მონასტერიც ატყდა ბახაბუხი გაწევგამოწევა სროლა და თავპირის მტვრევა არა შენ შეჭამე არა
პავლემო ხოდა ხოდა მიადგენ ისევე ბიძოს იმან კიდე დაახვიეთ აქედან თქვე ბიუჯეტის მღრნელებოო მერე მივიდნენ მეორეჯერ ამ ერთადერთხელ ნუ გავგწირაო ხოდა ფინანსებიც შენ აკონტროლეო აი ეგა კაციც მოიყვანა მაყუთიც თავისი მოაქვს და თვითონაც განკარგავს რო მერე აბუს და სვანიძისნაირების ჯიბეში როარ აჩხრიალდეს .და საქმე გაკეთდეს
Zaza
12 მარტი 2021 16:14
7
ჯერ ერთი ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი რო მოითხოვეს 26 მილიონი, დაპირდნენ 17 მილიონს და ჩაურიცხეს 12. თავიდანვე გაწირეს ამ არეულობისთვის რაგბის კავშირი.
მეორე, ტყემალაძის ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ ძირითადად გამგეობის ხალხი. ანუ ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს განკარგავდა. აბუსერიძეს ძირითადად მხარს უჭერდნენ კლუბები, რომლებსაც ბიუჯეტთან არაფერი ესაქმებოდათ.
დასკვნები თავად გამოიტანეთ ახლა...
gatuzo
12 მარტი 2021 16:26
13
კო ბატონო.
გიორგი
12 მარტი 2021 17:05
2
კარგი რა აბუ დამშვიდდი, რაგბის თუ გიყვარს მაგის გამო მაინც დამშვიდდი !!! რა პრეზიდენტი რის პრეზიდენტი ან პარლამენტში რა უნდოდა საერთოდ ?!
!
12 მარტი 2021 17:03
6
დაოკდი აბუსერიძე...
პაატა
12 მარტი 2021 13:22
10
არ ჩაგივიდათ ფეხი ბიჭებო?!
ვეტერანი
12 მარტი 2021 14:11
8
ეხლა უნდა დაოკდე, ითანამშრომლო ახალ პრეზიდენტთან და მომავალ არჩევნებისთვის მოემზადო, ბოღმის ნთხევით ემტერები ქართულ რაგბსაც და საკუთარ მხარდამჭერებსაც. ისე სულ თქვენი მხარდამჭერები რომ სჩანან იმათი მხარდამჭერები რომ მოკრძალებულნი არიან არ ნიშნავს არაფერს? აბუზე და მაჩხანელზე ნაკლები დამსახურება აქვთ გორგოძეს, მეკოს, ხამაშურიძეს, ნემსაძეს, ლაბაძეს და სხვებს? ცოტა აზრზე მოდით, ტეხავს მაგრად
დათო
12 მარტი 2021 16:01
7
ჩემი შენ გითხარიო რასაც აბრალებს თვითონ უნდოდა იმის გაკეთება მარა დარჩა გაოგნებული ეგონა ქართული ოცნება დაკრიშავდა მარა ნურას უკაცრავად :)
ნოდო
12 მარტი 2021 15:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული