საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, სოსო ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო საჯარო რეესტრმა პრეზიდენტი კვლავ არ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ახალ ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომლებიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

როგორც საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, გამგეობასა და სოსო ტყემალაძეს ყველანაირი ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.რომ კითხო ყველაზე რაინდულობით და ვაჟკაცობით რაგბისტები გამოირჩევიან ზოგადად სპორტში.აქ კი რა ხდება?გაუთავებელი კლანური დაპირისპირება.ხან ერთს ირჩევენ,ვერც ირჩევენ,ხან მეორეს.რა უბედურებაა,პატრონი არ ყავს ქვეყანას.არ სცხვენია ან ერთ მხარეს ან მეორეს ნეტა?ვინ ხართ,საიდან მოხვედით,ქაჯობაა ეს ვაჟკაცობა კი არა.
Master
10:56 18-03-2021
0
მეორე წელია არჩევნები ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან როგორც აღმოჩნდა არცერთმა მხარემ წესდება არ იცის
დროშა ვერ დაკიდენ :)
10:40 18-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული