მორიგი დაპირისპირება რაგბის კავშირში

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, რაგბის კავშირის შენობაში არეულობა იყო. "დიდი ათის" კლუბების წარმომადგენლები (მათ შორის, ირაკლი აბუსერიძის მომხრეები) რაგბის კავშირის პრეზიდენტ სოსო ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. კავშირის შენობაში სიტუაციის დასარეგულირებლად სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

ირაკლი მაჩხანელი, "არმაზის" მთავარი მწვრთნელი:

"პრეზიდენტთან საუბარი დაფინანსებასა და ფორმატის შესახებ გვსურდა. ვიცით, რომ "დიდი ათის" რვა გუნდამდე შეკვეცაზე მსჯელობენ. პრეზიდენტი დაიმალა და პოლიცია გამოიძახეს".

ლევან ობოლაძე, "აკადემიის" მთავარი მწვრთნელი: 

"გამგეობაზე განიხილეს საკითხები, რომელზე მსჯელობაც კლუბებთან ერთადაა საჭირო, მაგალითად, აკადემიებისა და შიდა ჩემპიონატის შესახებ".

ნიკა ალავიძე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი: 

"პრეზიდენტთან
შეხვედრა დღის წესრიგში არ ყოფილა. ზოგადად, "დიდი ათის" რეფორმაზეა მსჯელობა... პოლიციის გამოძახების საჭიროება კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო დადგა".

alt"მომხდარს აღვიქვამთ, როგორც მცირე გაუგებრობას"- ლიეტუვის რაგბის კავშირის წერილი

altრაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრად "სპორტალში" [LIVE]


მკითხველის კომენტარები / 16 /
ნეტა როდის ბრწყინავდა 7კაცა რაგბი....
გიო
09:36 09-06-2021
1
აბუსერიძე პრეზიდენტად
აბუ
21:13 08-06-2021
9

სიახლეები პოპულარული