ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ამაშუკელის დებიუტი ტიერ ერთ მატჩებზე

ამაშუკელის დებიუტი ტიერ ერთ მატჩებზე

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩზე იმსაჯებს.

ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება.

შეგახსენებთ, მანამდე, 19 ივნისს, ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და იტალიის, ხოლო 25-ში ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის:

„ზაფხულის საერთაშორისო მატჩების პერიოდში, 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას ვიმსაჯებ და ვფიქრობდი, რომ მეტი დანიშვნა აღარ მექნებოდა, თუმცა დამიკავშირდა მსოფლიო რაგბის მსაჯების ხელმძღვანელი ჟოელ ჟუში და მამცნო, რომ დანიშნული ვარ უელსი-კანადისა და რუმინეთი-შოტლანდიის მატჩებზე მოედნის მსაჯად. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტიერ2-ის ქვეყნის წარმომადგენელი ცენტრს უმსაჯებს ტიერ1 ქვეყნის ნაკრებს“.

„ეს ძალიან დიდი პატივია. ოცნება ამიხდა, რადგან „პრინციფალითი სთედიუმზე“, სადაც პანდემიის შემდეგ შეხვედრას პირველად დაესწრება მაყურებელი, მე ვიმსაჯებ უელსის თამაშს. ვფიქრობ, მოედანი პირთამდე იქნება გადაჭედილი. შემდეგ, სანამ შოტლანდია საქართველოში ჩამოვა, განახლებულ „არკულზე“ რუმინეთს ეწვევა და მთავარი მსაჯი აქაც მე ვიქნები. ასეთი კონკურენციის ფონზე ორ თამაშში ვიქნები ცენტრალური მსაჯი, რაც დიდი ბედნიერებაა“.

„ოთხივე თამაშის გათვალისწინებით, ქვეყნიდან ხანგრძლივი გასვლა მიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის და ეს მენტალურ, ხოლო მოედანზე პერფორმანსი, დიდ ფსიქოლოგიურ რესურსს მოითხოვს. არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად დიდ სტანდარტს ელიან ელიტარული მსაჯებისგან, რადგან გადაღების ხარისხი იმდენად მაღალია, ყველა დეტალი კარგად ჩანს და არაფერი უნდა გამოგეპაროს. ჩემს მენტორთან, დევიდ მაკქიუსთან ერთად, რომელიც ძალიან გახარებულია ამ დანიშვნებით და ეს სწორედ მისი დამსახურებაა, ვემზადები მომავალი თამაშებისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე თეორიულად და მენტალურად“.

„მნიშვნელოვანია, მსოფლიო რაგბი ხედავდეს, რომ ჩვენ ვვითარდებით არა მხოლოდ თამაშის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებითაც და მაქსიმუმს გავიღებ, რათა ჩვენი ქვეყანა ვასახელო“.

8 ქვეყნის 21 საუკეთესო

მსოფლიო რაგბიმ კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ივლისსა და აგვისტოში გასამართი 44 საერთაშორისო მატჩისთვის, 8 ქვეყნის 21 მსაჯი შეარჩია. მსოფლიო რაგბის მსაჯთა შერჩევის კომიტეტის ხელმძღვანელი გრემ მური ამბობს, რომ მსაჯები და მათ შორის ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან:

„ივლისის ტესტები უმნიშვნელოვანესია მსაჯთათვის, რადგან ისინი 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან. კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, გაიზარდა საერთაშორისო მატჩების რაოდენობა, რაც საქმეში უფრო მეტი არბიტრის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს. მოხარული ვარ, რომ ქართველ ნიკა ამაშუკელს დებიუტი ექნება ისეთ ტესტებზე, სადაც ექვსი ერის მონაწილე გუნდები თამაშობენ“.

რაგბის კავშირის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი დავით შუბითიძე ხაზს უსვამს ამაშუკელის ახალგაზრდულ ასაკს და დარწმუნებულია, რომ მომავალში ის უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს:

„ნიკამ ისტორია დაწერა. ამაშუკელი მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეში რამდენიმე წლის წინ მოხვდა და მას შემდეგ აკვირდებიან. მის ხასიათს, სტაბილურობას და მონდომებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხაზგასასმელია, რომ ასაკით ის კონკურენტებზე ბევრად უმცროსია, თუმცა 10 წლით უფროსის სადარ საქმეს აკეთებს და ამას მსოფლიო რაგბიც დიდ ყურადღებას აქცევს. ზოგადად, მსოფლიო რაგბი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მსაჯთა განვითარებას და ამ მხრივ საგრძნობი პროგრესი გვაქვს, რაზეც საერთაშორისო მატჩებზე დანიშვნებიც მეტყველებს“.

მსაჯთა მენეჯერი ლუკა კილასონია ვარაუდობს, რომ ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი მსაჯი, რომელიც მსოფლიო თასზე იმსაჯებს:

„პირველად ისტორიაში, ტიერ1 ქვეყნის ნაკრების თამაშის მსაჯობა ქართველ რეფერის ანდეს, რაც ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. დიდ 10-ში სულ 6 მსაჯი გვყავს და მათგან ერთ-ერთი მოხვდა მსოფლიოს 21 საუკეთესო მსაჯს შორის. ეს უდიდესი მიღწევაა. ახლა ჩვენზე და ნიკაზეა დამოკიდებული როგორ გაგრძელდება ეს ამბავი და მომავალშიც იქნება თუ არა მაღალი დონის დანიშვნები, თუმცა პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. ვერ ვიტყვით, რომ მსგავს დანიშვნებს არ ველოდით. ნიკა რეგულარულად ესწრება მსოფლიო რაგბის სემინარებს და ვვარაუდობთ, რომ 2023 წელს ის მსოფლიო თასზეც იქნება წარმოდგენილი“.

rugby.ge

• ზაზა

წარმატებები ნიკა ! როგორც გულშემატიკივარი ვისურვებ ( და მჯერა კიდეც ) რომ უფრო მაღალი კლასის გუნდების თამაშსაც მალე იმსაჯებ. ძალიან კარგია საქართველოს ამ კუთხით რომ გაიცნობს მსოფლიო.

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!

კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია

15-ქალას ელიტური მეტოქე

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა

"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ

"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ

გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ

სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ

"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ

"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ

ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს

ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში