მეხუთე ადგილი ქვიშაში

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგო, სამი დათმო და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მოსკოვში გამართული ტურნირის პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე, ქართველ მორაგბეებს ქვიშასთან ადაპტირება გაუჭირდათ და მასპინძელ რუსეთთან შეხვედრა 2:5 დათმეს, ხოლო რუმინეთთან გადამწყვეტი ლელო დამატებულ დროზე გაუშვეს – 3:4. დღის ბოლოს საქართველომ თურქეთს 8:5 სძლია და ფლეი ოფში მესამე ადგილით გავიდა.

მეორე დღეს მეოთხედფინალში მოლდოვას ვეთამაშეთ და მეტოქემ 8:5 მოიგო, რის შემდეგაც საქართველომ მე-5 ადგილის ნახევარფინალში გა
დაინაცვლა და ბულგარეთი 9:2 დაამარცხა, ხოლო ხორვატიას 7:6 სძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვიშის რაგბში ქვიშასთან ადაპტირება გაუჭირდათო...:))) ქვა-ღორღი ეყარა თუ სინთეთიკური ქვიშა?!:) უეჭველი რუსებმა "გაგვიჩალიჩეს":)))
პაატა
13:47 14-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული