"რაგბის კავშირი დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალი, აპოლიტიკური სპორტული კავშირია" - საგანგებო განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"27 სექტემბერს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს რაგბის კავშირი ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას ახორციელებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა! საქართველოს რაგბის კავშირი დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალი, აპოლიტიკური სპორტული კავშირია, რომელიც არანაირი ფორმით არ ერევა წინასაარჩევნო პროცესში. საქართველოს რაგბის კავშირის თითოეული თანამშრომელი, წევრი თუ მორაგბე, საკუთარ არჩევანში სრულიად თავისუფალია. შესაბამისად, თავად გადაწყვეტს, დააფიქსირებს თუ არა საკუთარ პოზიციას არჩევნებზე და ვის გამოუცხადებს
მხარდაჭერას.

სამწუხაროდ, გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება თუ სიცრუის მიზანმიმართული გავრცელება საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას აყენებს რეპუტაციულ ზიანს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციებისა და საქართველოს რაგბის კავშირის დისკრედიტაციის მცდელობებისგან!

რაც შეეხება ადამიანს, რომელიც გასული სიუჟეტის თანახმად, სატელეფონო საუბარში ფიგურირებს – წარმოადგენს ერთ-ერთ დამოუკიდებელ სარაგბო სუბიექტს და საქართველოს რაგბის კავშირთან იურიდიული კავშირი არ გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, სატელეფონო საუბრის შინაარსსა და მასში ჩართული პირების ვინაობას კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ, ხოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან!

ასევე გვინდა მივმართოთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და მიიღოს შესაბამისი ზომები, რამეთუ აღნიშნული და მორიგი თავდასხმა სრკ-ზე მოცემული მედიაორგანიზაციიდან სისტემატურ და სისტემურ ხასიათს ატარებს."

altჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

alt"შავი ლომი" მაისაშვილის გარეშე დაიწყებს - მზადება დროებითი მწვრთნელით





მკითხველის კომენტარები / 5 /
ხო აბა გამგეობაში ოცნების დეპუტატი მე ჩავსვი, ფედერაციის არჩევნები ხო საერთოდ "სამაგალითო" იყო , ბიძინას პირადი ინჟინერი-მშენებელი ფედერაციის პრეზიდენტად სულ რაგბისტებმა არ აირჩიეს , სასაცილოებიც აღარა ხართ , ქოცმატყუარებმა უკვე ნაცებს გაასწარით ცინიზმით
..
დათო
20:15 28-09-2021
2
ეეეჰ :-( რაგბიც გარიეს სიბინძურეში.
ლაშა
16:56 28-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული