"შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასზე პირველი მატჩი პრემიალური ქულით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართული კლუბი "შავი ლომი" ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ჩაერთო და პირველ ტურში თელ-ავივის "ჰითს" "ავჭალაზე" პრემიალური ქულით - 33:10 სძლია.

პირველი ქართული ფრანჩაიზი ძირითადად, "ბორჯღალოსნებითაა" დაკომპლექტებული, მათი მეტოქე კი დიდი ხანი არაა, რაც შეიკრიბა და მათ თამაშში ეს ფაქტორი მაინც საგრძნობი იყო.

ქართულ კლუბს პირველი ქულები სოსო მათიაშვილის ჯარიმამ მოუტანა, მე-15 წუთზე კი აკაკი ტაბუცაძის მშვენიერი ლელოც ვიხილეთ.

პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა მორაგბეებმა წნეხს უმატეს, მეორე ლელო შალვა მამუკაშვილმა მიითვალა და საწყისი 40 წუთი 18:10 დასრულდა - მასპინძელთა სასარგებლოდ.

მეორე ნახევარიც
"შავი ლომის" ლელოთი დაიწყო - "ლელო სარასენსის" მორაგბეებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს - დემე თაფლაძის შეგორებული ბურთი აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა.

ქართველმა ორაგბეებმა მეტოქე სტატიკურ ფაზაში აშკარად დაჩაგრეს - მოლსა და აუტში ჩვენი უპირატესობა საგრძნობი იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შერკინებაც "შავი ლომის" უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იდეალური ვერ დაერქმეოდა, რადგან ორჯერ დავჯარიმდით.

ქართულმა ფრანჩაიზმა მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარა, აკაკი ტაბუცაძემ კი 69-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი 31:10 დააწინაურა.

23 ოქტომბერს "შავი ლომი" პენზის "ლოკომოტივს", 30 ოქტომბერს კი ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიჩნეულ "ენისეის" ესტუმრება. დარჩენილი სამი ტური დეკემბერში გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
სამაგიეროდ ბალერინების ფეხბურთი რომ ყოფილიყო უკვე 40 კომენტარი იქნებოდა
S.K.
20:46 16-10-2021
4
ნამდვილი "ფაფრიანი", "ჯიგრიანი" და "კვერცხებიანი" ლომები ხართ@
ოზუზი
21:22 16-10-2021
0

სიახლეები პოპულარული