სუპერთასი - მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში "თელავივ ჰითთან" 33:10 გამარჯვების შემდეგ, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

შედეგით და თამაშის ხარისხით ორივე კმაყოფილი იყო, თუმცა ერთხმად აღნიშნეს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:

„რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა და ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი შეხვედრა გამართა. გუნდმა დაახლოებით ორთვიანი ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დღეს გამოჩნდა, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. არ გვეტყობოდა შეუთამაშებლობა, რაც მომავალი შეხვედრების წინ უკეთესობის იმედს მაძლევს“ – განაცხადა მაისაშვილმა და განაგრძო:

„მეტოქე
უდავოდ ძლიერი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ქონდათ შეთამაშების პრობლემა. ამ მხრივ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან მოთამაშეთა დაახლოებით ნახევარი, ნაკრებში ერთად არიან. გვქონდა პატარა შეცდომები, რაც პირველი თამაშისთვის ნორმალურია. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაზეც ვარჯიშობდნენ კარგად გადმოიტანეს მოედანზე, რისთვისაც მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს“.

„რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ მცირედი შეცდომებიც რომ გამოვასწოროთ, თუმცა დღეს იმდენი კარგი რამ გაკეთდა, ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს. ‘ლოკომოტივ პენზას’ და ‘ენისეის’ კარგად ვიცნობთ, გვაქვს მათი ბოლო თამაშები, ორშაბათიდან კი ანალიზს უფრო მეტ დროს დავუთმობთ“.

მერაბ შარიქაძემ უწინარესად ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა და ლევან მაისაშვილის გუნდში დაბრუნება აღნიშნა:

„დღევანდელი დღე ემოციური იყო ბევრი მიზეზის გამო. პირველი ეს ბათუმის ტრაგედიაა და მინდა გუნდის სახელით მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. მეორე ლევანის დაბრუნებაა – გულით მიხარია ამ პრესკონსფერენციაზე მის გვერდით რომ ვზივარ. ლევანმა ძალიან რთული გზა გამოიარა ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო. ალბათ სიმბოლურია, რომ დღემდე ბოლო თამაში სამხრეთ აფრიკასთან ჩავატარე, ლევანთან ერთად და იმ საშინელი სამი თვის შემდეგ, მოედანს მასთან ერთად დავუბრუნდი. ეს გამარჯვება სწორედ ჩვენს მთავარ მწვრთნელს ეძღვნება“.

„რაც შეეხება შეხვედრას, კარგი თამაში ჩავატარეთ. შეცდომები გვქონდა და რომ არა ეს, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, თუმცა მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ხარისხიანი შეხვედრა ჩავატარეთ. განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ, რაც ისევ და ისევ ლევანს გაუხარდება და ასეთი შედეგი ამანაც განაპირობა“.

„ყველამ ვნახეთ რამდენად მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული ‘თელავივ ჰითი’. ვფიქრობ, როგორც ჩვენ, ასევე ისინი, პრო დე2-ის ნებისმიერ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ და რამდენიმეს დავამარცხებთ კიდეც. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგი, მაღალი დონის ტურნირია“.

Sportall.Ge

"თელავივ ჰითის" კაპიტანმა ნიქ გრუმ თქვა, რომ დღეს მისმა გუნდმა დიდი გამოცდილება შეიძინა, რაც მომავალში გამოადგებათ:

„დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან პირველი თამაში ჩავატარეთ. ჩვენ გვაქვს უნიკალური კონცეფცია, რომ მთელი მსოფლიოდან შევკრიბოთ მოთამაშეები. მატჩის შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც გვსურდა, თუმცა სწორედ ასეთი შეხვედრები გვეხმარება შეკვრასა და გამთლიანებაში“.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეტოქის მწვრთელმა თქვა - "ჩვენ გვაქვს უნიკალური კონცეფცია, რომ მთელი მსოფლიოდან შევკრიბოთ მოთამაშეები"-ო.

ეს მათი საქმეა, ვის საიდან შეომოიერთებენ, მაგრამ რატომ არის ეს უნიკალური ამბავი? ფული იყოს და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია
ვერ გავიგე
17 ოქტომბერი 2021 11:52
1
გილოცავთ მეგობრებო!რამდენ წლიანი ოცნება აგვიხდა და ქართულ რაგბს,წინსვლის შანსი გაუჩნდა.გილოცავთ გამარჯვებულ დებიუტს და მომავალში,კიდევ უფრო უკეთეს თამაშს გისურვებთ,უფრო ძლიერ მეტოქეებთან.რაგბი ტვ-ს მაივიდეოზე ვუყურე და ჯვარს მაცვა,ერთგან პატარაზე გადახვევა ვცადე,მომენტის გასამეორებლად და სად აღარ მახტუნავა.იძულებული გავხდი,თავიდან დამეწყო და შესვენების ჩათვლით,თავიდან ბოლომდე გადახვეული მენახა.არ ვიცი სხვა წყაროებზე როგორი იყო გადაცემა,მაივიდეომ კი ასე ქნა.კარგად ითამაშეს ბიჭებმა.თამაშისას,ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი,რომ გაიმარჯვებდნენ,ყველაფერში იგრძნობოდა უპირატესობა.გამეორებაზე როგორც გამოჩნდა,სოსო მათიაშვილმა,მე მგონი ახტომის მომენტში მიიღო ტრავმა და ამდენად არც საჯარიმო ლელო იყო ჩასათვლელი და არც გასასინბინებელი.სოსოს ტრავმის სიმსუბუქეს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.საერთოდაც მსაჯობის დონე,ცოტა უფრო დაბალი იყო,თამაშის დონესთან შედარებით.მით უმეტეს,როცა რეპორტაჟი ნიკა ამაშუკელს მიჰყავს,მსაჯი ვერაფერს გამოაპარებს და მართლაც ბრწყინვალე კომენტატორი გახდა.ისე გასაგებად ხსნის ყველაფერს,ბავშვიც კი გაიგებს.დარწმუნებული ვარ,დრო მოვა და კარგი მწვრთნელიც დადგება.მასაც და ლომებსაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ.გამიხარდა ლევან მაისაშვილის სწრაფი დაბრუნებაც.მეშინოდა რომ ამხელა განსაცდელის შემდეგ,გონზე და ჯანზე მოსასვლელად უფრო დიდი ხანი დასჭირდებოდა.გილოცავთ მეგობრებო კარგ დასაწყისს და მჯერა,გაგრძელება უკეთესი იქნება.ვფიქრობ ლომების მატჩების რეპორტაჟები,რომელიმე სხვა არხმაც უნდა გააკეთოს,თუნდაც იმიტომ,რომ მეტი აუდიტორია ჰყავდეს.რაგბი ტვს გადაცემების ხარისხი დაბალია და თან ყველა ვერც უყურებს.
სოსო
17 ოქტომბერი 2021 10:38
0
რა ყველაფერზე იბოღმებით?! მართალია, თქვენ რაგბი არ გაქვთ, მაგრამ თუ მოინდომებთ, ჩვენები დაგეხმარებიან. სამაგიეროდ თქვენ ჰენრიხი გყავთ.
სილია
17 ოქტომბერი 2021 07:36
1
შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილები უნდა ვიყოთ,მაგრამ ამ ხარისხით შორს ვერ გავფრინდებით.იმედია გამოვსწორდებით
BOSS
18 ოქტომბერი 2021 17:15
0
"ჰითი" საინტერესო გუნდია. რომ შეთამაშდებიან, მერე გამოჩნდება, თუ რა კლასის მორაგბეები ჰყავთ. კარგი იქნება, თუკი რუსულ კლუბებს თავისუფლად აჯობებს, რომ ერთი წესიერი სპარინგ-პარტნიორი მაიც გაგვიჩნდეს ამ ტურნირზე
გიორგი
20 ოქტომბერი 2021 12:12
1
ისე ტქვენი სასჰველი არაა, ცჰაიჯვავათ და სსრკს დასაბრალებთ.უკვე ფეხბურთის სუნი ასდის მაგას.
sddd
17 ოქტომბერი 2021 04:33
14
კოვიდის ტესტი გაიკეთე.იმან იცის ყნოსვის გადაგვარება.
სოსო
17 ოქტომბერი 2021 09:57
0

სიახლეები პოპულარული