"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში "შავი ლომი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 16:19 დამარცხდა "ლოკომოტივ-პენზასთან".

რუსული გუნდი "შავმა ლომს" გასვლაზე ბონუსით 27:11 ჰყავდა დამარცხებული, დღევანდელი მატჩის წინ მათმა მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა თქვა, რომ მოსაგებად ითამაშებდნენ და მოიგეს კიდეც.

პირველი ტაიმი 11:11 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმშიც დაუშვა ინდივიდუალური და გუნდური შეცდომები და დასანანი მარცხი განიცადა.

11 დეკემბერს, მეექვსე ტურში "შავი ლომი" "ენისეის" უმასპინძლებს.

შავი ლომი
15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი,
9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი

2 ლელო: თოდუა, პერანიძე. 2 საჯარიმო - გ. ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 50 /
რაც დაიგეგმა იქეთ ხომ მიყავს საქმე ფედერაცია? ქართული რაგბით ჩაჩოჩება ხომ მიდის რუსეთის სასარგებლოდ? ამდენი მოღალატე ერთიბეწო ქვეყანაში......
ზურა
04 დეკემბერი 2021 21:03
8
შეგირცხვათ ნამუსი,გაყიდეთ თამაში?
status quo
04 დეკემბერი 2021 20:53
3
ეს უკვე მეტისმეტია ყველგან მაისაშვილი რატომას
Zviad
04 დეკემბერი 2021 20:21
3
ვულოცავ სრულიად საქართველოს. რაგბის თამაშში ვჯობდით ერთი რუსებს და აქაც გვაჯობეს. თუ გაყიდული იყო ეს თამაში, იმედია ვინც ფული აიღო საწამლავად შეერგება.
ლომუ
04 დეკემბერი 2021 20:17
3
მოაშორეთ ეს მაისაშვილი ხომ.ხედავთ რომ უკან_უკან მივდივართ! როგორც საკლუბო დონეზე ისე სანაკრებოზე! ადექი და წადი მაისაშვილი! სირცხვილია
ცოტნე
04 დეკემბერი 2021 19:59
5
გაყიდული იყო თამაში თუ ალალად წაგებული, ეს სერიოზული ჩავარდნაა, რაზეც ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ 1-2 მოთამაშე არ იყო სათამაშებელი, სულ ერთიდაიგივეს უვარდებოდა ბურთი და მეორე უაზროდ ჯარიმდებოდა. 3-4 ბურთის წინ გავარდნდა და 3-4 უაზრო ჯარიმა და წაგებულია თამაში. ყველა ვარიანტში მწვრთნელს მოეთხოვება.
კაი რა
04 დეკემბერი 2021 19:59
3
მეგობრებო, ეს ის სპორტის სახეობაა, რომელიც ქვეყანაში სპორტზე გამოყოფილი ბიუჯეტის მესამედით ფინანსდება. საინტერესოა, ვიზე და რაზე იხარჯება ეს ფული? არჩევნების ორგანიზატორებზე ხომ არა?
ჟორა
04 დეკემბერი 2021 19:54
8
შესძელით და რუსებთან წააგეთ რაგბი.
ეხლა ეროვნული ნაკრების წაგებაც აღარ გამიკვირდება!
რათა შვილებო რათაა!?
იმედგაცრუებული
04 დეკემბერი 2021 19:52
5
სირცხვილია დამაჯერებელი გასვლითი მოგებული თამაშის შემდეგ სახლში წაგება. ეს ნიშნავს მათ უფრო მეტი ისწავლეს იმ წაგებული თამაშიდან, რაც ძალიან საწყენია.
G.LA
04 დეკემბერი 2021 19:39
2
ჩვენს უფროს მართლმადიდებელ ძმას კოჭი გაუგორეთ? რა პონტში მოაგებინეთ მაგათ ბიჭო, სირცხვილია რა. აუჰ დაგვენძრა ბოლომდე რა
ქართველი
04 დეკემბერი 2021 19:37
6

სიახლეები პოპულარული