რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხების (16:19) შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე "შავი ლომის" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა ლაშა ხმალაძემ ისაუბრეს, რომელთაც rugby.ge ციტირებს:
მაისაშვილი: "რა თქმა უნდა, შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. რამდენჯერმე გვქონდა მატჩის გარდატეხის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის მართვა იყო ცუდი, მოუთმენლად ვუტევდით და ეს ინდივიდუალურ შეცდომებში გადადიოდა. მოწინააღმდეგეს ქულების აღების ჩვენზე გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის რეალიზება მოახერხა.
ჩვენი გეგმა იყო, რომ თუ ორი-სამი
ფაზის შემდეგ წინსვლა არ გვექნებოდა, მეტოქის ნახევარზე ფეხით გადავსულიყავით და იქ გვეთამაშა, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რამდენჯერმე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და მთლიანობაში, ყველა შემთხვევაში ვცდილობდით პირველი ხელიდან თამაშს, რაც ჩვენს გეგმაში არ იყო.
ეს არ იყო მეტოქის დაუფასებლობა, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, ჩვენს თამაშზე იმიქმედა. მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების შეკრებაზე იყო, ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში და 4 კვირის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. მთელი რიგი მიზეზების გამო გვაკლდნენ ლიდერები და მათ შემცვლელებს მეტოქის დაუფასებლობა არ ექნებოდათ, მით უმეტეს, რომ არც პენზაში გვქონდა იოლი შეხვედრა. მთლიანობაში, "შავი ლომის" მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს მიეცეთ საერთაშორისო თამაშების ჩატარების შანსი და ჩავატაროთ ექსპერიმენტები. ახლა გვექნება ანალიზი, ვნახავთ სად დავუშვით შეცდომები და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის.

ხმალაძე: "ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდი დრო დავყავით და შეტევაში ბევრჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაცვის ხაზი ბევრჯერ გავარღვიეთ და ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. თავიდან შევძელით ინიციატივის დაუფლება, თუმცა მერე მოვდუნდით, თითქოს დინებას მივყევით და მოწინააღმდეგემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა"
ახალწვეულები თურმე დიდი ათის თამაშითა და საწვრთნელი შეკრებით უნდა შეირჩეს!
ჯარიმა აუტში რომ ვერ გადაიტანა მორაგბემ, თურმე მაისაშვილის ბრალია. სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ჯარიმა აუტში გადავიდოდა?! ვინმეს გჯერათ?
რამდენიმე უშედეგო ფაზის შემდეგ, ბურთი ფეხით გადაიტანეთ მეტოქის ნახევარზეო. უი,უი,უი, ეს რა ტაქტიკააო?! თუ გუნდს მეტი არ შეუძლია, თავის მოედანზე 30 ფაზა განახორციელოს, დაჯარიმდეს და ქულები აჩუქოს მეტოქეს?
იყავით სამართლიანები: ჩვენს ბიჭებს ამჟამად უნარები და გამოცდილება აკლია! ყველაფერი დალაგდება! ნუ ვიწნებით უმადურები!
წადით რა ლელოს მიხედე ბევრად უკეთესად გამოგდიოდათ...