შეცდომებით, წვალებით - "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურში „შავმა ლომმა“ თბილისში რუსეთის ჩემპიონი კრასნოიარსკის „ენისეი“ 27:20 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 18:6 მოიგო, მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, შემდეგ შეცდომები დაუშვა, საერთო ჯამში 7 დერეფანი წააგო, თუმცა საბოლოდ მაინც გაიმარჯვა.

მაისაშვილის შეგირდებმა ორი ლელო გაიტანეს - ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი 2-დან 1 გარდასახვა და 5 ჯარიმა გამოიყენა.

ამ მატჩის წინ ორივე გუნდს 11-11 ქულა ჰქონდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ, გამარჯვების შედეგად კი „შავი ლომი“ ერთპიროვნულად გალიდერდა და 18
დეკემბერს "თელ ავით ჰითს" სავარაუდოდ თბილისში შეხვდება.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. მირიან მოდებაძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

2 ლელო: თოდუა, მამუკაშვილი

1 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

5 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი

2 სინბინი: ჭეიშვილი, ხატიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 19 /
მაისაშვილი ნაკრენში უნდა დარჩეს, მაშინაც კი როცა კარგ უცხოელ მთავარ მწვრთნელს დავნიშნავთ. არ გვყავს რაგბის მცოდნე გამოცდილი ქართველი მწვრთნელები, როგორიც მაისაშვილია!
....
05:44 13-12-2021
2
ეს ფრანჩაიზი რას ნიშნავს? თუ ამ ჯგუფს მოვიგებთ, შემდეგ ვის ვხვდებით? რუსებთან და ებრაელებთან თამაშით სარგებელი რა არის?
დამწყები
11:01 12-12-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული