"შავმა ლომმა" ისრაელში გაიმარჯვა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის სუპერთასის წლის ბოლო მატჩში "შავმა“ ლომმა" ფეთახ თიკვაში "თელ-ავივ ჰითი" 52:28 დაამარცხა, სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოეგო.

"შავი ლომი" თანდათან აუმჯობესებს თამაშს (თუმცა შეცდომებიც თვალსაჩინოა, მეტადრე დისციპლინის მხრივ), ეს შეხვედრა წინაზე უკეთ ჩაატარა, პირველი ტაიმი 17:7 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქე საბოლოოდ დაჯაბნა და დამსახურებული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ მოგებამ "შავი ლომი" პირველ ადგილზე დააბრუნა, პლეი-ოფის საგზური გაუნაღდა და დასკვნით შეხვედრაში ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ
"იბერიანსს" უმასპინძლებს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი კი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" ესტუმრება.

"შავი ლომი"

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი (კაპ.), 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

7 ლელო: მამამთავრიშვილი, მამუკაშვილი (3), ტაბუცაძე (2), პერანიძე

7 გარდასახვა: მ.ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა: მ.ბაბუნაშვილი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბიძინაზე,ქართველი რომ აუგს იტყვის, ის არ არის ნორმალური!!!
გიორგი 11
15:12 15-02-2022
1
შავი ლომის პენზის ლოკომოტივთან თბილისში წაგებაზე.
.
რა არის დაუჯერებელი? არ დააფასეს მეტოქე და წააგეს გუნდთან რომელსაც წაკითხული ქონდათ ჩვენი თამაში. რა არის გასაკვირი ოვალურია ბურთი.
. :))) ამის დამწერი ან ლევან მაისაშვილის სამწრვთნელო შტაბის ახლობელია ან რაგბის გაგებაში არაა! შავმა ლომმა ეს თამაში განზრახ წააგო! მრავალი მიზეზის გამო. 1. ევროპის სარაგბო სუპერთასი შეიქმნა რუსების ინიციატივით. 2. პენზის ლოკომტივში მრავალი ქართველი მორაგბე თამაშოს. 3. ტყემალაძე + ბიძინა + პუტინი = ნაძირლებს.
.შავი ლომისთვის ამ თამაშის მოგებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პენზის ლოკომოტივს ამ ტურნირში თამაში არ მოეგო. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზთა გამო მოხდა რაც მოხდა!
დემე, ცოტა ტვინი გაანძრიე,
....
05:42 21-12-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული