"შავმა ლომმა" ისრაელში გაიმარჯვა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის სუპერთასის წლის ბოლო მატჩში "შავმა“ ლომმა" ფეთახ თიკვაში "თელ-ავივ ჰითი" 52:28 დაამარცხა, სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოეგო.

"შავი ლომი" თანდათან აუმჯობესებს თამაშს (თუმცა შეცდომებიც თვალსაჩინოა, მეტადრე დისციპლინის მხრივ), ეს შეხვედრა წინაზე უკეთ ჩაატარა, პირველი ტაიმი 17:7 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქე საბოლოოდ დაჯაბნა და დამსახურებული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ მოგებამ "შავი ლომი" პირველ ადგილზე დააბრუნა, პლეი-ოფის საგზური გაუნაღდა და დასკვნით შეხვედრაში ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ
"იბერიანსს" უმასპინძლებს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი კი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" ესტუმრება.

"შავი ლომი"

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი (კაპ.), 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

7 ლელო: მამამთავრიშვილი, მამუკაშვილი (3), ტაბუცაძე (2), პერანიძე

7 გარდასახვა: მ.ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა: მ.ბაბუნაშვილი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბიძინაზე,ქართველი რომ აუგს იტყვის, ის არ არის ნორმალური!!!
გიორგი 11
15 თებერვალი 2022 15:12
1
შავი ლომის პენზის ლოკომოტივთან თბილისში წაგებაზე.
.
რა არის დაუჯერებელი? არ დააფასეს მეტოქე და წააგეს გუნდთან რომელსაც წაკითხული ქონდათ ჩვენი თამაში. რა არის გასაკვირი ოვალურია ბურთი.
. :))) ამის დამწერი ან ლევან მაისაშვილის სამწრვთნელო შტაბის ახლობელია ან რაგბის გაგებაში არაა! შავმა ლომმა ეს თამაში განზრახ წააგო! მრავალი მიზეზის გამო. 1. ევროპის სარაგბო სუპერთასი შეიქმნა რუსების ინიციატივით. 2. პენზის ლოკომტივში მრავალი ქართველი მორაგბე თამაშოს. 3. ტყემალაძე + ბიძინა + პუტინი = ნაძირლებს.
.შავი ლომისთვის ამ თამაშის მოგებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პენზის ლოკომოტივს ამ ტურნირში თამაში არ მოეგო. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზთა გამო მოხდა რაც მოხდა!
დემე, ცოტა ტვინი გაანძრიე,
....
21 დეკემბერი 2021 05:42
8
რა არის დაუჯერებელი? არ დააფასეს მეტოქე და წააგეს გუნდთან რომელსაც წაკითხული ქონდათ ჩვენი თამაში. რა არის გასაკვირი ოვალურია ბურთი.
... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... :))) პენზის ლოკომოთივთან თბილისში წაგებაზე.- ამის დამწერი ან მაისაშვილის სამწრვთელო შტაბის ახლობელია ან რაგბის გაგებაში არაა!
....
21 დეკემბერი 2021 04:50
4
ტაბუცაძეს რომ შეხედავ, ვერ იფიქრებ, რომ სწრაფად ირბენს. მგელს მაგონებს, მოკლე ნაბიჯებით, რომ დაძუნძულებს. მაფრამ, რომ გავარდება, ირემს ასწრებს.
მეტყევე
20 დეკემბერი 2021 11:27
0
გაიხარეთ და გაგვახარეთ - რუსულ გუნდთანაც დიდი ანგარიში გვინდა მოვიგოთ ბიჭებო...
გლახუნა
20 დეკემბერი 2021 01:24
1
რუსულ გუნდებს არ მოუგებენ დიდი ანგარიშით, მრავალი ფაქტორის გამო. ერთი იმიტომ რომ ეს ტურნირი რუსების ინიციატივით შეიქმნა, მეორე მთავარი მიზეზის აქ დაწერა არ შეიძლება...
....
20 დეკემბერი 2021 14:40
6
ამ ჩვენმა ლომმა მეორე ტაიმი ისეთი ნახტომით დაიწყო ბოლოს ათი კაცით მოიგებდა.
ლუკა
19 დეკემბერი 2021 23:59
0
სადაც მოსაგები იყო იქ მოეგოთ.
მიხო
19 დეკემბერი 2021 11:30
19
ეს იტალიელი მსაჯი მაგარი მიკერძოებული იყო არ შეიძლება ამის გატარება
ელგუჯა
19 დეკემბერი 2021 11:10
2
ჰფო ბოლოსკენ აურია მაკარონნიკმა. დასაწყისში კიდევ არაუშავდა.
ლევანი
19 დეკემბერი 2021 11:51
0
ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება! ჩვენმა ბიჭებმა იითამაშეს ძალიან ძლიერად! ბრავო მწვრთნელთა შტაბს!აბსურდია იმის მტკიცება, რომ სამხრეთაფრიკელი მორაგბეები გადაღლილები იყვნენ. რატომ უნდა გასჭივრებოდათ ერთი თამაშის მოგება, ენისეის დამმარცხებელ გუნდს,თანაც სახლში. ხომ შეიძლებოდა წინა თამაში თბილისში იგივე ენისეისთან მთელი ძალით არ ეთამაშათ, ჩვენთან მოგებაზე გაეკეთებიათ აკცენტი!
....
19 დეკემბერი 2021 07:10
3
თელ-ავივი ჰიტისთვის შავ ლომთან შინ გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში ისრაელში რაგბის თამაშის პოპულარიზაციისთვის!
....
21 დეკემბერი 2021 04:39
0
ვინმეს თუ გჯერათ, რომ ასეთმა კარგად მოთამაშე გუნდმა შავმა ლომმა სახლში წააგო აუტსაიდერ პენზის ლოკომოტივთან? გუშინდელ თამაშზე როგორ არ შეგეშინდებოდა თელ -ავივის გუნდთან სამხრეთაფრიკელი მორაგბეების, რომელთაც დამარცხებული ჰყავთ ენისეი.
....
19 დეკემბერი 2021 05:56
9
:))) დემე
....
21 დეკემბერი 2021 04:41
0
რა არის დაუჯერებელი? არ დააფასეს მეტოქე და წააგეს გუნდთან რომელსაც წაკითხული ქონდათ ჩვენი თამაში. რა არის გასაკვირი ოვალურია ბურთი.
დემე
21 დეკემბერი 2021 00:25
2

სიახლეები პოპულარული