მორაგბეები იოჰანესბურგიდან იანვრის შუა რიცხვებში ჩამოფრინდნენ და კლუბთან ერთად სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ - კიდევ ერთი წლით დარჩენის პერსპექტივით.
“ძალიან მომწონს კლუბიც და აქაური თბილი და მეგობრული ატმოსფეროც. ჩემი დიდი სურვილია გავამართლო დაკისრებული მოვალეობები და იმედები არ გავუცრუო როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს. ქართული ენის შესწავლის სურვილიც მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს” – ამბობს ჯაბულან მუკულვანი და ხუმრობით ამატებს: “იმედია ნაკრებშიც მოვხვდები“.
ლეგიონერები იდეალურ
ამ დროისთვის “არწივები” მეორე ლიგაში ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ და 5 ქულით ჩამორჩებიან ჯგუფის ლიდერს, თბილისის “არმია”-ს, რომელსაც ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.
წყარო: გურიის მოამბე