რუსეთის ნაკრების თამაშის შესწავლა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია - რაგბის კავშირის მენეჯერი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსეთის 7-კაცა რაგბის ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოემზადება, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

sportall.ge საქართველოს რაგბის კავშირის მენეჯერ სანდრო ნიჟარაძეს ესაუბრა:

"გაუგებარია, ამ ფაქტს ნეგატიური გამოხმაურება რატომ მოჰყვა. საქართველოში რუსული კლუბებიც ჩამოდიან. პირველ რიგში, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მოემზადება თუ არა რუსეთის 7-კაცა ნაკრები საქართველოში. აქვე მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გერმანიასა და ესპანეთთანაც მიმდინარეობს. 

რუსეთის ნაკრებს საფრანგეთში უნდა შევხვედროდით, მაგრამ კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოხერხდა. ისინი ივნისში გასამართ ტურნირზე ჩვენი კონკურენტები არიან. შესაბამისად, მათი თამაშის
კარგად შესწავლა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია...

რაც შეეხება მზადების ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას - მას საქართველოს რაგბის კავშირი ნამდვილად არ ფარავს".

altსკანდალი ქართულ რაგბიში: რუსეთის ეროვნული 7-კაცა ქუთაისში ქართველებთან ერთად შეკრების გამართვას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 3 /
.... მიზნები :(
FAN1
08 თებერვალი 2022 17:55
0
ხო ბიძო ფარავს აბა რაგბის კავშირს მაგის სახსრები სად აქვს... სამარცხვინო ხალხი ბიძგვინამ თავის ხელი დაატყო უკვე რაგბსაც თავის ჭკუაზე ატრიალებს
ქართველი
08 თებერვალი 2022 16:02
2
ისინი ვერ შეისწავლიან ხო ჩვენ თამაშს? :დ კარგით რა, ისედაც ჩვენზე ძლიერები არიან შვიდკაცაში და კიდევ შიდა სამზარეულო უნდა დაანახოთ რომ უფრო მარტივად მოგიგონ.. შენზე ძლიერი თუ არის შენზე უკეთ გაშიფრავს შენს თამაშს. ეგ არ უშველის 7 კაცა რაგბს, წარმოდგენა არ გაქვთ როგორ უნდა განვითარდეს ეგ სპორტი და მაგიტომაც არის რომ ოლიმპიადაზე ვერ ხვდებით უკვე მეორეჯერ.
._.
08 თებერვალი 2022 15:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული