"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
ვეტერანი მორაგბე და ახლა უკვე პარლამენტარი დავით კაჭარავა "მთავარ არხთან" საუბარში რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრების შეკრების ქუთაისში შესაძლო გამართვას აფასებს:

"ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მაგიტომ იყო მათ ნაკრებთან ჩვენთვის თამაში განსაკუთრებული.

ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე სპორტი, რასაც საზოგადოებაც და მაყურებელიც ხედავდა, თუ როგორ იდგა ქართული რაგბი საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გვერდით.

არაფერი შეცვლილა... თქვენ გაქვთ ის ნარატივი, რომ თითქოს ქართულ რაგბიში რაიმე შეიცვალა... ქართული რაგბის მაყურებელმა იცის, რომ რუსეთშიც ვთამაშობდი და
ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი.

რუსეთის ჩემპიონიც ყოფილა აქ და შეკრებები და ამხანაგური თამაშები ჩაუტარებია. ამიტომ გული მწყდება, რომ რაღაც მიზანმიმართული კამპანია გაქვთ რაგბის წინააღმდეგ", - ამბობს კაჭარავა.

alt"ესაა რაგბისა და სამშობლოს ღალატი" - ვეტერანი მორაგბე რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში

altრუსეთის ნაკრების თამაშის შესწავლა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია - რაგბის კავშირის მენეჯერი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

altსკანდალი ქართულ რაგბიში: რუსეთის ეროვნული 7-კაცა ქუთაისში ქართველებთან ერთად შეკრების გამართვას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 21 /
შენც და შენი რუსეთიც გნახეთ ერთ ადგილას გიაურო.
მახა
08 თებერვალი 2022 20:13
21
ეჰ კაჭი, როგორ გაფასებდი და ჩვეულებრივი მედროვე აღმოჩნდი. აფსუს,გული დამწყდა!
გიორგი
08 თებერვალი 2022 18:16
21
შენს საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით რა ხდება?!-კარგია ერთხელ მაინც რომ გამოჩნდი სადღაც. ახსნა არ გვჭირდება, რომ სპორტი არ არის პოლიტიკა, მაგრამ ასეთ დროს ყველა ნაბიჯი უნდა გაითვალისწინოთ და როცა რუსეთი ასეთ დღეშია, აგრესიულია მაშინ ყველა რუსს უნდა გავაგებინოთ რომ რუსეთი აგრესორია და მინიმუმ უხერხულობა მაინც იგრძნონ,..
ბათუმი
08 თებერვალი 2022 19:29
12
პარლამენტის წევრის ინტერვიუ უფროა ეს ვიდრე იმ კაჭარავასი,რომელიც მოედანზე რუსებთან ისე თამაშობდა ვითომ ომში იყო :) ასე ცვლის ადამიანს გარემოება და სიტუაცია :)
TOMMY
08 თებერვალი 2022 18:39
16
შენ საერთოდ ხმა არ ამოგეღება.. კარგად გვახსოვს, როგორ მიატოვე ნაკრები პარლამენტარობის გამო.. ასე რომ ჩუუუ..
123
08 თებერვალი 2022 19:20
19
რუსეთი არის საქართველოს მტერი და მუდამ ასე იქნება.ყველა რუსეთუმე ქართველი არის მოღალატე.მაგრამ გვინდა თუ არა მათთან ყველა აქტივობას ვერ გავწყვეტთ,რამდენი ქართველი მორაგბე თამაშობს რუსეთში?რამდენი ფეხბურთელი?მაშინ ევრობასკეტზე რუსეთის საქართველოში ჩამოსვლაც გავაპროტესტოთ.ასე არ გამოვა...
master
08 თებერვალი 2022 18:11
19
რუსებს უნდა მიებათ აბა სხვას ვის?! ფედერაციის დღევანდელ შემადგენლობას მეტის თავი არ გაქვთ!არც განათლებით, არც მენტალურად და არც მიზანდასახულობით არ ხართ პროგრესული ადამიანები! ფულზე გაყიდეთ რაგბის და კაცობის ფასეულობები და აწი რუსთან ვარჯიში რაღა გასაკვირია... ამათ ხელში საბოლოოდ დაიქცევა ჩვენი რაგბი!
პაატა
08 თებერვალი 2022 17:08
13
რუსეთიდან ტურისტებს თუ ვუშვებთ, რაგბისტებმა რა დააშავეს, მთავარია პუტინი არ დაინიშნოს მთავარ მწვრთნელად :)
საბა
08 თებერვალი 2022 18:12
22
ნუ აპრავებთ!!
არ გაპრავდება რუსების აქ ჩამოთრევა
გენა
09 თებერვალი 2022 09:43
3
ამბობს "პოლიტიკოსი" და მომავალში რაგბის კავშირის პრეზიდეტი ბატონი დავით კაჭარავა
09 თებერვალი 2022 01:10
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული