sportall.ge საქართველოს რაგბის კავშირის მენეჯერ სანდრო ნიჟარაძეს ესაუბრა:
"გაუგებარია, ამ ფაქტს ნეგატიური გამოხმაურება რატომ მოჰყვა. საქართველოში რუსული კლუბებიც ჩამოდიან. პირველ რიგში, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მოემზადება თუ არა რუსეთის 7-კაცა ნაკრები საქართველოში. აქვე მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გერმანიასა და ესპანეთთანაც მიმდინარეობს.
რუსეთის ნაკრებს საფრანგეთში უნდა შევხვედროდით, მაგრამ კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოხერხდა. ისინი ივნისში გასამართ ტურნირზე ჩვენი კონკურენტები არიან. შესაბამისად, მათი თამაშის
რაც შეეხება მზადების ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას - მას საქართველოს რაგბის კავშირი ნამდვილად არ ფარავს".