ვეტერანი მორაგბე და ახლა უკვე პარლამენტარი დავით კაჭარავა "მთავარ არხთან" საუბარში რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრების შეკრების ქუთაისში შესაძლო გამართვას აფასებს:
"ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მაგიტომ იყო მათ ნაკრებთან ჩვენთვის თამაში განსაკუთრებული.
ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე სპორტი, რასაც საზოგადოებაც და მაყურებელიც ხედავდა, თუ როგორ იდგა ქართული რაგბი საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გვერდით.
არაფერი შეცვლილა... თქვენ გაქვთ ის ნარატივი, რომ თითქოს ქართულ რაგბიში რაიმე შეიცვალა... ქართული რაგბის მაყურებელმა იცის, რომ რუსეთშიც ვთამაშობდი და
ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი.
რუსეთის ჩემპიონიც ყოფილა აქ და შეკრებები და ამხანაგური თამაშები ჩაუტარებია. ამიტომ გული მწყდება, რომ რაღაც მიზანმიმართული კამპანია გაქვთ რაგბის წინააღმდეგ", - ამბობს კაჭარავა.