"ქარი ქაფი" - "შავი ლომი" სამხრეთ აფრიკაში ორ ეტაპად მიემგზავრება

AutoSharing Option
18 მარტს "შავი ლომი" 23-კაციანი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც 7 აპრილამდე სამ შეხვედრას გამართავს.

რადგან 20 მარტს "ბორჯღალოსნებს" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ელის ესპანეთთან, გუნდს სანაკრებო შეკრებაზე მყოფი 8 მორაგბე 23 მარტს შეუერთდება. ესენი არიან: ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე და მირიან მოდებაძე.

პირველ სამ თამაშში "შავ ლომს" გამოცდილი "ბორჯღალოსნები" დააკლდება და მათ ნაცვლად მწვრთნელებმა დიდი 10-იდან და 20-წლამდელთა ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს უხმეს - გიორგი მაისურაძეს, დავით
ხუროშვილს, გიორგი ჩიქოვანს, თეიმურაზ ჭიჭინაძესა და შალვა აფციაურს, ასევე - ლევან ჭავჭავაძეს, ოღონდ ის გუნდს მოგვიანებით, 25 მარტს შეუერთდება.

"ქარი ქაფის" პირველ სამ თამაშში გუნდს ლადო კილასონია წარუძღვება, დამხმარეებად კი ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი ეყოლება.

"გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირში გვიწევს მონაწილეობა, "ქარი ქაფზე" სპეციალური გრაფიკით ვთამაშობთ. პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში სამ თამაშს ჩავატარებთ, რის შემდეგაც საქართველოში დავბრუნდებით და რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანზს" შევხვდებით", - ამბობს ლადო კილასონია.

"შავი ლომი" "ქარი ქაფის" სადებიუტო შეხვედრას 26 მარტს კენიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 აპრილს ზიმბაბვეს ეთამაშება. ორივე შეხვედრა სტელენბოშში გაიმართება, შინ დაბრუნებამდე კი გუნდი პორტ ელიზაბეტს ეწვევა და 7 აპრილს ადგილობრივ "ელეფანტს" ერკინება.

"ამ სამ თამაშში ჩვენი მიზანი ახალ გარემოში, სწრაფ გუნდებთან მოთამაშეების გამოცდაა. საინტერესო შეხვედრები გველის. ვნახეთ კენიისა და ზიმბაბვეს თამაშები და ორივე სწრაფი, მოძრავი გუნდია. მათთან მატჩებში ვეცდებით სათამაშო კომპონენტების დახვეწას, რათა სუპერთასის ნახევარფინალს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ".

"შავი ლომი" "ქარი ქაფზე"

პირველი ხაზი: მიხეილ წიკლაური, ნიკა პატარაია, თენგიზ ზამთარაძე, მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, გიორგი მაისურაძე, გიორგი პერტაია;

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, თორნიკე აქუბარდია;

9-10: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე, დავით ხუროშვილი; დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

ხაზი:
გიორგი ჩიქოვანი, გურამ ქანდაურაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, სანდრო სვანიძე.

სამხრეთ აფრიკაში 22 მარტს მიემგზავრებიან

ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე, მირიან მოდებაძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს, როგორ? სპსრინგის ნახვა უფრო ახლოს არ შეიძლებოდა 15 ათას კილომეტრზე რომ არ წასულიყავით? თუმცა რა გენაღვლებათ ფული ბევრი გაქვთ, სპორტის ბიუჯეტის მესამედს თქვენ ხარჯავთ.
ჟორა
18:10 18-03-2022
6
მამუკაშვილი, შარიქაძე და თოდუა არ იქნებიან? და ტელეტრანსლიაცია იქნება?
დავითი...
06:52 18-03-2022
0

სიახლეები პოპულარული