სუპერთასის ნახევარფინალი - "შავი ლომი" "იბერიანსს" 17 აპრილს უმასპინძლებს

AutoSharing Option
"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში ესპანურ "იბერიანზს" 17 აპრილს უმასპინძლებს.

რაგბი ევროპის სუპერთასი პირველად ტარდება და მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. "შავმა ლომმა" ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბიმ და რაგბი ევროპამ რუსული გუნდები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი "თელავივ ჰითს" ერგო.

შედეგად, ნახევარფინალში, 16 აპრილს, დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული, პორტუგალიური "ლუზიტანუში" "ჰითს" ლისაბონში დაუხვდება, 17 აპრილს
კი "შავი ლომი" დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან "იბერიანზს" მიიღებს.

სუპერთასის ფინალური შეხვედრა 7 ან 8 მაისს უკეთესი შედეგის მქონე გუნდის მოედანზე გაიმართება.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული