26 მარტს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზა 7-ქალა რაგბიში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. მასში 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები 11 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება.

დედაქალაქში სტუმრად საბერძნეთი ჩამოდის, რომელსაც საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში, ერთხელ უკვე უთამაშია. მისი მეტოქეები ზუგდიდის, ქუთაისის და თბილისის "ლოკომოტივის" გუნდები იქნებიან, ასევე - საქართველოს ნაკრები, რომელიც კლუბის გარეშე მყოფი გოგონებით დაკომპლექტდება.

საქართველოს 7-ქალა ნაკრების მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე მოხარულია, რომ გოგონებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე თამაშის შესაძლებლობა ექნებათ:

„ჩვენი სურვილია, რომ წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საერთაშორისო ტურნირს მაინც ვუმასპინძლოთ. შარშან ამის შესაძლებლობა პანდემიამ არ მოგვცა, წელს კი ბერძნები გვეწვივნენ. ჩვენი მხრივ, მათ ვხვდებით ქართული გუნდებით, რომელთა შემადგენლობაში ნაკრების კანდიდატებიც ითამაშებენ, რასაც დაემატება უკლუბოდ მყოფი სანაკრებო ბირთვისგან შემდგარი გუნდი. ამ ტურნირს რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მოსამზადებელ ეტაპად არ განვიხილავ, რადგან შესაბამისი დონის ვერ იქნება. მას უფრო სხვა დატვირთვა აქვს – ქალთა რაგბის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე, შესაძლებლობა გოგონებისთვის, წარდგნენ მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე“.

საერთაშორისო ტურნირი 7-ქალა რაგბიში

26 მარტი. „შევარდენი“

11:00 საქართველო – ზუგდიდი

11:15 საბერძნეთი – ლოკომოტივი

12:15 საქართველო – ქუთაისი

12:30 ზუგდიდი – საბერძნეთი

13:30 ქუთაისი – ლოკომოტივი

13:45 საქართველო – საბერძნეთი

15:30 საქართველო – ლოკომოტივი

15:45 ქუთაისი – ზუგდიდი

16:45 ქუთაისი – საბერძნეთი

17:00 ზუგდიდი – ლოკომოტივი

rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება