"შავი ლომი" ქარის თასზე სადებიუტო შეხვედრას შაბათს, 2 აპრილს, საქართველოს დროით 16 საათზე ზიმბაბვეს "გოსჰოქსთან" გამართავს.

დებიუტი 26 მარტს, კენიის "სიმბასთან" უნდა შემდგარიყო, თუმცა კენიელები სამხრეთ აფრიკაში დროულად ვერ ჩავიდნენ.

მომავალი მატჩი ქეიფთაუნში, „ვილაჯერიზე“ გაიმართება და ის ქარის თასზე ზიმბაბველთათვისაც სადებიუტო იქნება.

"გოსჰოქსი" ზიმბაბვეს ნაკრების საბაზო გუნდია, რომელიც ეროვნული, 7-კაცა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. ქარის თასს აფრიკელები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებელ ტურნირად განიხილავენ, რომელიც ივლისში გაიმართება.

"გოსჰოქსი" სამხრეთ აფრიკაში 21 მარტიდან ემზადება და გასულ შაბათს "კავალიერსთან" ამხანაგური, გასახურებელი მატჩი გამართა. ზიმბაბველებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს, 4 გაუშვეს და გამარჯვება მოიპოვეს, "შავ ლომთან" კი მძიმე და ძალისმიერი თამაშის მოლოდინში არიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი, 1989 წელს სწორედ ზიმბაბვესთან გამართა (ქუთაისში) და მეტოქე 16:3 დაამარცხა.

"შავი ლომი" სამხრეთ აფრიკაში სამ ეტაპად ჩავიდა. 18 მარტს იქ გუნდი 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, 23-ში მათ 8 "ბორჯღალოსანი" შეუერთდა, 29 მარტს კი გუნდს რუსთავის "ხარების" კვაჭი ლევან ჭავჭავაძე დაემატა.

პირველ ორ შეხვედრაში გუნდს ლადო კილასონია უხელმძღვანელებს და სადებიუტო მატჩისთვის მან 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გოგა ქადარია და ნიკა პატარაია. მარქაფაში არიან ლევან ჭავჭავაძე, მიხეილ ორაგველიძე და გიორგი პერტაია.

მეორე ხაზში თამაშს იწყებენ ლაშა ჯაიანი და მიხეილ ბაბუნაშვილი, შეცვლაზე კი ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ. მესამე ხაზში არიან გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ლუკა ივანიშვილი, რომელთაგან ერთ-ერთს სანდრო მამამთავრიშვილი შეცვლის.

9-10 ნომერზე ძირითადში არიან გიორგი ბეგაძე და გიორგი ბაბუნაშვილი, ცენტრში გურამ ქანდაურაშვილის და დემურ თაფლაძის წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე თამაშს თემურ ჭიჭინაძე და სანდრო სვანიძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი მირიან მოდებაძეა. ხაზში შეცვლაზე ვიხილავთ თენგიზ პერანიძეს, ლუკა მატკავას და შალვა აფციაურს.

შემადგენლობაში 10 "ბორჯღალოსანია" და მათგან 6-ს 10-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი – მოდებაძე, თაფლაძე, ბეგაძე, ჯაიანი, თხილაიშვილი და ჭეიშვილი.

განაცხადში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც აქამდე "შავი ლომის" შემადგენლობაში არ უთამაშიათ – თხილაიშვილი, ჭიჭინაძე, ჭავჭავაძე და შალვა აფციაური.

rugby.ge

გიორგი-50
ე ბიჭო, 5-6 საათი გავიდა თამაშის დამთავრებიდან...ანგარიში მაინც გვაღირსეეთ... ფედერაციას პატრონი აარ ყაავს? 21-ე საუკუნეაა...
ქუთაისელი
კენიელებმა როგორ ვერ ჩაუსწრეს, დღეში 40 კმ შეუძლიად ფეხით რომ იარონ.. :დ
გიორგი 50
ზიმბაბვეს გუნდთან რეპორტაჟის ყურების შანსი, თუნდაც ფეისბუქით, ნეტავ არსებობს? გთხოვთ გამოგვეხმაურეთ მეგობრებო...
ლუკა
TV ?
ზაზა
წარმატებები ჩვენს ლომებს ! სატელევიზიო ჩვენების შესახებ რამე ცვნობილია ?
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა