7-ქალა - ერთობლივი ვარჯიში თბილისის "აკადემიასთან"

AutoSharing Option
ბოლნისის "ყოჩების" შემდეგ საქართველოს 7-ქალა ნაკრები თბილისის "აკადემიას" ეწვია და მასთან უკონტაქტო ერთობლივი ვარჯიში გამართა.

წინა კვირისგან განსხვავებით, წესებში ცვლილებები შევიდა, რამაც გოგონები უფრო მობილიზებული გახადა. მთლიანობაში, ვარჯიში ამჯერადაც სახალისო გამოდგა და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

„კარგია, რომ "ყოჩების" მსგავსად, "აკადემიაც" მობურთალი გუნდია და სახალისოსთან ერთად, ამჯერადაც ნაყოფიერი ვარჯიში გამოვიდა. წინა კვირისგან განსხვავებით, წესებში ცვლილებები შევიტანეთ, ბურთის უკან დავარდნაც მის ჩამორთმევას ნიშნავდა, ბურთი უფრო ფასეული გახდა და მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა. სასიამოვნოა, რომ წინა აქტივობის მსგავსად, ბიჭებიც და გოგონებიც ვარჯიშის შეწყვეტის
წინააღმდეგი იყვნენ და დაგეგმილზე მეტი ვივარჯიშეთ“ – ამბობს 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.

თორნიკე კალანდარიშვილი ("აკადემიას" მწვრთნელი): „გამომდინარე იქიდან, რომ გოგონები ტურნირებზე ვერ დადიან და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ, ვფიქრობ, მწვრთნელებმა შესანიშნავი გამოსავალი იპოვეს. ტემპი იყო ძალიან მაღალი და ეს გამოცდილება გოგონებს აუცილებლად გამოადგებათ. ვარჯიში იყო სახალისო. ბიჭები პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ გოგონებს. ბიჭები კმაყოფილი დარჩნენ და თუ მომავალშიც იქნება შემოთავაზება, გოგონებთან სიამოვნებთან ვითამაშებთ“.

Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული