მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში პორტუგალიური "ლუზიტანუშის" 17:14 დამარცხების და პირველი თასის მოგების შემდეგ, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ქართული ფრენჩაიზის და ამ წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა"

"პირველი ქართული ფრენჩაიზი ფორსირებულ რეჟიმში შეიქმნა. ამ მიმართულებით რაგბის კავშირმა და უშუალოდ ბაჩო ხურციძემ დიდი სამუშაო ჩაატარა. მან უმოკლეს პერიოდში მოახერხა ამ პროექტის განხორციელება, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. "შავი ლომის" მიზანია, რომ ეროვნული ნაკრების ვერტიკალზე გაიზარდოს იმ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. ასევე, საქართველოში მყოფი მორაგბეებისთვის მაქსიმალურად პროფესიონალური გარემოს შექმნა. ამ
ყველაფერმა შედეგი მოიტანა და პირველი ტიტულის მოგებით ისტორია დაიწერა. რაგბის კავშირმა, სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეებმა მაქსიმუმი გაიღეს, რათა დასახული მიზნისთვის მიგვეღწია და ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოგვეპოვებინა", - ამბობს მაისაშვილი და უშუალოდ ფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით განაგრძობს:

"ეს უკვე მე-10 ფინალია, რომელიც კაცთა ჩემპიონატებში მოვიგე. ეს გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ფინალი სპეციფიკით სხვა თამაშებისგან ყოველთვის განსხვავებულია და მისი მოგება მარტივი არასდროსაა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ კომპონენტებში გვქონდა უპირატესობა, არ იყო მარტივი თამაში. მოწინააღმდეგეს ჩვენზე არანაკლებ სურდა მოგება. მას ჰქონდა თამაშის თავისებური ხელწერა. ჩვენ დავუპირისპირეთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოიტანა. დაძაბულობა თავისთავად საინტერესოს ხდის თამაშს, შესაძლოა, სანახაობა არ გამოვიდეს, თუმცა ეს ახასიათებს ფინალს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შედეგი და არა სანახაობრივი მხარე, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ და ფაქტია, ამან შედეგი მოიტანა".

შინ დაბრუნების შემდეგ, "შავი ლომი" რამდენიმე დღე დაისვენებს და 13 მაისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ივნისის ბოლომდე ქარის თასის შეხვედრები ელოდება:

"პორტუგალიაში ტურისტული სეზონია და მიუხედავად იმისა, რომ მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ, მგზავრობის კუთხით პრობლემები შეგვექმნა. პორტუგალიაში გადაჯდომებით, სამ ჯგუფად ჩავედით. გზაში დიდი დრო გავატარეთ, რის გამოც რეაბილიტაცია სრულად ვერ გავიარეთ და ეს გვეტყობოდა. შინაც სამ ჯგუფად ვბრუნდებით. თბილისში ბიჭებს დასასვენებლად სულ 3 დღე ექნებათ და სამხრეთ აფრიკაში მივემგზავრებით. რთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ყველას კარგად გვაქვს გააზრებული რას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუღალავი შრომა საბოლოოდ აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენი მთავარი სამიზნე ივლისის ტესტებია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
აუ, ეს არსად წასვლას არ აპირებს. დავრჩებით ამ დონეზე. ანუ ტიერ-1 გუნდებთან ყველა თამაშს წავაგებთ, სანამ მაისაშვილს არ შეცვლიან.
გიორგი
10 მაისი 2022 12:41
1
'ისტორია დაწერა'და მსგავსი სიფრიფანა მკვეხარა ფრაძები ტეხავს.

ისტორიას მაშინ დავწერთ გამართულ თამაშს რომ ვისწავლით. ერთ რაქსი მთელი გუნდით რო შედიხარ და მაინც ბურთს კარგავ ამაში ისტორიული არაფერია.
ლუკა
09 მაისი 2022 16:13
3
ბანძი ტურნირის მოგების ისტორია?
მთ
09 მაისი 2022 14:07
3
პორტუგალიის მწვრთელს აკლია სერიოზულად. მსაჯობა იყო იდეალური. შერკინების ჯარიმა თუ არ მოეწონა - საკუთარ შეგირდებს მოკითხოს. პირდაპირ ათრიეს ჩვენებმა პორტუგალიის შერკინება, ლამის დაამიწეს ბურთიანად და ჯარიმა მაინც არ უნდა მიეცა მსაჯს?
კომისარი
09 მაისი 2022 00:01
1
ერთი იმის ტვინში ჩამახედა, ვინც არ მეთანხმება, რომ მსაჯობა იდეალური იყო. რამე პრტენზია გაქვთ მსაჯთან? თუ გავთ თქვით კონკრეტულად. ან ნორმალური იყო პორტუგალიის მწვრთელის შეფასება? ან არ ათრიეს შერკინებაში ჩვენებმა პორტუგალიელები?

თუ ვინმე არ მოგწონს, ეს არ ნიშნავს, რომ ობიექტური არ იყო.
კომისარი
09 მაისი 2022 14:19
0
ვულოცავ ,,შავ ლომს'', ლევანს და მთელ საქართველოს... ახლა შენიშვნების დრო არ არის, თუმცა, ბეწვის ხიდზე გავიარეთ.... ადრეც
დავწერე, ბაბუნაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ფაცი-ფუცააა დარტყმის მომენტში, ემოციურია და მაგიტომაც მაზავს ხშირად... ორი ისეთი ააცილა, რომ შეიძლება წაგებად დაგვჯდომოდა... შერკინების ბიჭებს 5+-ით... გადათელეს... გადამწყვეტი უპირატესობა მათ მოიპოვეს... მგონი, 6-7 ჯარიმა, ასე დავითვალე... პორტუგალიელების მწვრთნელი რა ,,ნაგლი'' ყოფილა, რეები ილაპარაკა მსაჯზე... ვფიქროობ, დისკვალიფიკაცია ეკუთვნის... ისტორია დაიწერა, ყველას გვიხარია... წარმატებები ბიჭებს აფრიკულ ტურნეში...
გიორგი-50
08 მაისი 2022 23:34
0
გილოცავთ!!!...გილოცავთ ვაჟკაცებო!!!...
კობა
08 მაისი 2022 21:11
0
შენ რომ არა ვერ მოიგებდნენ
sormona
08 მაისი 2022 20:41
9
ცივი წყალი დალიე და ბოღმა მოიცილე.
sormona-ს
09 მაისი 2022 02:36
7
ეკაიფე გუტენა ბებიას
კაკო
08 მაისი 2022 23:23
6
10 ნომერი ნახეთ სადმე ბაბუ არ გამდგება
ელგუჯა
08 მაისი 2022 20:21
1
იქნება გამოცდილი მწვრთნელიც ენახათ,ასე შორს ვერ წავლენ
ვენდი
09 მაისი 2022 08:33
2

სიახლეები პოპულარული