ქარის თასი - "შავი ლომი" შეცვლილი შემადგენლობით "კავალიერსთან"

AutoSharing Option
28 მაისს "შავი ლომი" ქარის თასის მე-8 ტურში ერთ-ერთ კონკურენტ "კავალიერსს" ველინგტონში, ჩვენი დროით 17:00 საათზე ერკინება.

სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. "შავი ლომი" 6 თამაშიდან 19 ქულით მე-4 ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს "იგლზს", რომელსაც მომდევნო ტურში ეთამაშება, ხოლო "ფალკეს" 3 ქულით ჩამორჩება, ოღონდ მას 7 მატჩი აქვს გამართული. "კავალიერსი" 17 ქულით (7 თამაშიდან) მეექვსეა. ამრიგად, "შავი ლომი" მოგებით მესამე ადგილზე აღზევდება და ერთ-ერთ კონკურენტსაც ჩამოიშორებს.

"კავალიერსი" გახსნილი, შემტევი რაგბის მიმდევარია. მას გატანილი ქულებისა და
ლელოების მაჩვენებლებით მესამე ადგილი უკავია, ხოლო გაშვებული ქულებით მხოლოდ აუტსაიდერს ჩამორჩება. "კავალიერსმა" დაამარცხა "სიმბასი" (გასულ ტურში 45:33) და "ლეოპარდსი", სამ წაგებულ შეხვედრაში კი 4-4 ლელოსა და მცირე სხვაობისთვის 2-2 ბონუს-ქულა აიღო.

ერთი კვირის წინ "ბულდოგსთან" ბონუსით მოიგო "შავმა ლომმა" - 35:5. მას შემდეგ მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მოთამაშე შეცვალეს. ხაზი სრულიად განახლდა და მან ისეთი სახე მიიღო, როგორიც სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ჰქონდა. ღერძზე თენგიზ პერანიძე და გიორგი ბაბუნაშვილი დადგებიან, ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე ალექსანდრე თოდუასა და აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა.

შერკინებაში სამი ცვლილებაა. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი პერტაიამ. მეორე ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილია, ხოლო კვაჭად შალვა მამუკაშვილი ბრუნდება. მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში დარჩა მიხეილ ბაბუნაშვილი და ის ლაშა ჯაიანს შეუწყვილდება. მესამე ხაზში ფლანკერებად ვიხილავთ სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს, შერკინების შემკვრელი კი კვლავ თორნიკე აქუბარდიაა.

პირველ ხაზს მარქაფიდან გააძლიერებენ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – ნიკა აბულაძე და ნიკა პატარაია. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი შევა, მესამეში კი იოსებ გუშარაშვილი. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზეა გიორგი ბეგაძე, ხოლო ხაზში ლაშა ლომიძესა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ.

ქარის თასი. VIII ტური. 28 მაისი

ველინგთონი. ბოლანდ სთედიუმი. 17:00 (საქ. დრო)

შავი ლომი – კავალიერსი

შავი ლომი

ხაზი:
15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ლაშა ჯაიანი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ნიკა პატარაია, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტვ-თ შეგვიძლია ყურება(?!), იქნებ არის, ან საქართველოს ტვ- ბმა შესაძლებელი გახადის
კახაბერი
13:22 28-05-2022
0
გამარჯვებისათვის ალბათ შერკინებაზე გავაკეთებთ აქცენტს.არადა საინტერესო,სწორედ ჩვენი უკანა ხაზის თამაშია, მეტოქის კარგი უკანა ხაზის წინააღმდეგ.ალბათ ჩვენებიც შეეცდებიან, ხელდახელ თამაშში ბედის ცდას.ნახავენ რა გამოვა და თუ წაუვიდათ,ასევე გააგრძელებენ.კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ,ბიჭებს!
სოსო
18:24 27-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული