ქარის თასი - "შავი ლომი" ოთხი ცვლილებით "არწივებთან"

AutoSharing Option
ქარის თასის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა, მე-9 ტურში, "შავი ლომი" ჯორჯში "იგლზს" ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი ექნება.

"აუთენიქვა პარკზე" შეხვედრა 3 ივნისს, ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

"იგლზმა" 7 თამაშიდან 5 მოიგო და 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. "შავ ლომს" 4 მოგებით 19 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა. თუ ჩვენი გუნდი მეტოქეს 4 ლელოს გაუტანს და გამარჯვებასთან ერთად ბონუსსაც აიღებს, თანაც ისე, რომ "იგლზს" 4 ლელოს დადებ
ის საშუალებას არ მისცემს და სხვაობა 7 ქულაზე მეტი იქნება, ის სატურნირო ცხრილში დაწინაურდება და შესაძლოა, მესამე ადგილზეც აღმოჩნდეს. ეს კიდევ ორი კონკურენტის – "ფალკესა" და "კავალიერსის" შედეგებზეა დამოკიდებული.

გასულ კვირაში "კავალიერსთა" გამართული მატჩის (17:27) შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. სრულად შეიცვალა ღერძი და თამაშს გიორგი ბეგაძისა და ლუკა მატკავას წყვილი იწყებს. უცვლელი დარჩა ხაზი, სადაც ცენტრში მერაბ შარიქაძისა და დემურ თაფლაძის დუეტია წარმოდგენილი. ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა.

ნიკოლოზ ხატიაშვილის ნაცვლად მარცხენა ბურჯად თამაშს ნიკა აბულაძე იწყებს. მეორე ბურჯის პოზიციაზე კვლავ ნიკა პატარაიას ვიხილავთ, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილია. მეორე ხაზში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი და ის მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი – ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და თორნიკე აქუბარდია.

მარქაფაში არ გვყავს 9 ნომერი, რისი მიზეზიც თენგიზ პერანიძეს ტრავმაა. ლევან მაისაშვილის არყოფნაში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ილია მაისურაძე შემადგენლობასა და მომავალი მატჩის მოლოდინზე ამბობს:

"გიორგი პერტაიას "კავალიერსთან" თამაშის წინ კისრის ტკივილი გაუმძაფრდა და ამის გამო შევცვალეთ. ნიკა ხატიაშვილი როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ბურჯის პოზიციას ფარავს და მარქაფაში გადავიყვანეთ, ძირითადში კი ნიკა აბულაძე იქნება. ეს ჩვეულებრივი როტაციაა. სათამაშო დროს ვანაწილებთ მეორეხაზელებზეც და აქაც როტაციასთან გვაქვს საქმე. მიხეილ ბაბუნაშვილმა ორი კარგი თამაში ჩაატარა და კვლავ ძირითადშია. წინა თამაშში ნეკნი დაიზიანა და სამედიცინო შტაბმა თენგიზ პერანიძის დასვენების რეკომენდაცია მოგვცა, რასაც ვითვალისწინებთ. სულ ორი 9 ნომერი გვყავს და საჭიროების შემთხვევაში ამ პოზიციაზე ლუკა მატკავას გადმოვიყვანთ.

ამ თამაშს მობილიზებულნი ვხვდებით. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. გასულ კვირაში "კავალიერსთან" თამაშის გადადებამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა და ეს ხარისხზეც აისახა. "იგლზი" მასზე ძლიერი გუნდია, შესაბამისად მოვემზადეთ და დარწმუნებული ვარ, უკეთეს თამაშს ჩავატარებთ".

ქარის თასი. IX ტური. 3 ივნისი
ჯორჯი. "აუთენიქვა პარკი". 18:00 (საქ. დრო)
შავი ლომი – იგლზი
შავი ლომი

ხაზი:
15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაისურაძე ახალგაზრდულის მწვრთნრლი აღარ არის თუ რა ხდება??? რა დროს შავი ლომია?! ძლივს მიეცათ ახალგაზრდულის ნაკრებს ელიტურ დონეზე თამაშის საშუალება და მისახედია ეგ ნაკრები!!!!! მერე იტყვიან დრო არ გვეყოო და ათას მიზეზს მოიდებენ;((( საერთოდ რამე სასიკეთოს თუ აკეთებს ფედერაციის ეს შემადგენლობა???!!!
პაატა
18:33 02-06-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული