"უნდა შევძლოთ ნებისმიერ ტოპ გუნდთან გამარჯვება..." - ლაშა თავართქილაძე

AutoSharing Option
- ლაშა ჩვენთვის და ჩვენი მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც წარმატრბული და დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელის მოსაზრება. გვითხარით დღეს ქართულ რაგბში რა პრობლემებსა და გამოწვევებს ხედავთ?
- ყველასთვის ცნობილია, თუ რამხელა პროგრესი განიცადა ქართულმა რაგბმა ბოლო 10 წლეულებში საერთაშორისო დონეზე, მიუხედავად დიდი ინვესტიციისა, რომელიც ამ მიმართულებით ჩაიდო ,ის წარმატება, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მიაღწია, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა. რაგბში მაღალი მიღწევები , სპორტის ამ სახეობის კომპლექსურობიდან გამომდინარე ძალიან დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. ვთვლი, რომ წარმატების კონკრეტული
ნიშნულის მიღწევა , რეალურად ჩვენი ბუნებრივი რესურსების ხარჯზე მოხდა , დღეს ვახერხებთ მიღწეულზე გაჩერებას , თუმცა ჯერ-ჯერობით წინ ვერ მივდივართ, რაც ძალიან ბუნებრივია ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე. მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით მე-12 ვართ, ეს ძალიან კარგი შედეგია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ გადავხედოთ ამ რეიტინგს ვნახავთ,( რომ მხოლოდ ფიჯის გამოკლებით) სხვა ქვეყნებს და ჩვენს შორის ეკონომიკური სხვაობაა ძალიან დიდია. რაც შეეხება გამოწვევებს, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსის განვითარებაზე, რათა მოხდეს თუნდაც ნელი ნაბიჯებით წინსვლა .

- ლაშა თქვენი შეფასებით რა მნიშვნელობის მატარებელია ქართულ რაგბისთვის ქართული სარაგბო ფრანჩიზის "შავი ლომი" შექმნა და პირველივე წელს წარმატების მიღწევა საერთაშორისო ტურნირზე?
- პირველ რიგში ვთვლი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართული რაგბის წინსვლისთვის ,ფრანჩიზის ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტდებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების, როგორც მოქმედი მოთამაშეებით ასევე მომავალი წევრებით, როგორც ვიცი საქართველოს რაგბის კავშირმა ძალიან დიდი შრომა გაწია ამ პროექტის განსახორციელებლად და კლუბის დაარსების პირველივე წელს შევძელით Rugby Europe Super CUP ის მოგება (რაგბი ევროპის სუპერ ქაფ) ჩემის აზრით, ეს პროექტი ძალიან ხელს შეუწყობს საქართველოს ნაკრების განვითარების პროცესს. მსოფლიოს სარაგბო განვითარების პრაქტიკაში არის ამ ტიპის მოდელის მაგალითები, აწ უკვე განვითარებული სარაგბო ქვეყნებისთვის, მაგალითად იაპონია და არგენტინა, რომლებმაც ამ მოდელის საშუალებით დიდ წარმატებას მიაღწიეს მსოფლიო მასშტაბით. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც არის, რომ ეს მოდელი მოვარგოთ ჩვენს რეალობას და გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქართული რაგბი დგას.

- რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, როგორია თქვენი პროგნოზები საქართველოს ნაკრებთან მიმართებით?
- ამ ეტაპზე პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ ვიტყვი რა არის საჭირო, იმისთვის, რომ ჩვენი ავტორიტეტი და სტატუსი მეტად გაიზარდოს და ვაჩვენოთ დანარჩენ მსოფლიოს, რომ ჩვენ განვაგრძობთ სწრაფ განვითარებას. ჩემი ხედვით უნდა შევძლოთ ნებისმიერ ტოპ გუნდთან გამარჯვება ეს გამარჯვება პოზიტიურ ენერგიას დაბადებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარების აქსელერაციას.

- და ბოლოს, სამომავლოდ ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ქართულ რაგბში?
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, დღეს ძალიან, მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბავშვთა და მოზარდთან სარაგბო კლუბის, ჩამოყალიბებაზე. პროექტი გრძელვადიანია და მთელი ჩემი ენერგია და რესურსი მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე მაქვს მომართული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული