- როგორ ვიცით რამოდენიმე დღის წინ საქართველოს რაგბის აკადემიაში, გაიმართა მსოფლიო რაგბის დონე 1 ის მწვრთნელთა გადამზადების კურსი. თქვენ, როგორც ამ კურსის ედუკატორი როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?
- მოგესალმებით, როგორც აღნიშნეთ რაგბის აკადემიაში ჩატარდა დონე 1 ის მწვრთნელთა ლიცენზირების სემინარი, რომელიც შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა წარმატებით გაიარა, პროცესი ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, სადაც სხვადასხვა სპეციფიური გამოწვევების წინაშე დავაყენეთ მომავალი მწვრთნელები. მოხარული ვარ, რომ მათ ეს საფეხურები ძალიან წარმატებით დაძლიეს და მოიპოვეს დონე 1-ის ლიცენზიები.
-
- ბატონ დანიელს პირადად ვიცნობ, როდესაც მე გავდიოდი ედუკატორის და დონე 3-ის სამწვრთნელო კურსებს ის ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მასთან. კარგად იცნობს ჩემს სამწვრთნელო მოღვაწეობას, არაერთხელ დასწრებია ჩემი გუნდის თამაშებს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე. რაც შეეხება სემინარს, მან ძალიან დადებითად შეაფასა ჩვენი, ედუკატორების სამუშაო პროცესი და პირადად საუბრისას შემომთავაზა საერთაშორისო დონეზე მწვრთნელთა განვითარების პროცესში ჩართვა.
- რა იქნება შემდეგი ეტაპი?
- რადგან "რაგბი პლატოზე " ჩატარებულ სემინარებზე ვსაუბრობდით, შემდეგი ეტაპი უკვე არის იმ ლიცენზურებულ მწვრთნელთა მონიტორინგი არსებულ ლიცენზირებულ მწვრთნელებთან ერთად,რომელთაც წარმატებით გაიარეს ეს სემინაერები, ედუკატორებს გვექნება საშუალება უშუალოდ სამწვრთნელო პროცესში შევძლოთ მათი დაკვირვება და დახმარება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
- მონიტორინგის საფუძველზე, როგორ შეაფასებდით ქართველ მწვრთნელთა დონეს?
- ბოლო წლებში რაგბი აკადემიის გაწეული სამუშაოს საფუძველზე, ძალიან გაიზარდა მაღალი დონის კვალიფიკაციურ მწვრთნელთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტი და წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად ქართული რაგბის განვითარებაში.
R