"ერთად დავდოთ ლელო ყველა ასპარეზზე..." - სოსო ტყემალაძე ბათუმის სუპერთასში გაერთიანებას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" რაგბი ევროპის სუპერთასის 2022/23 წლების ტურნირში ითამაშებს. სასიხარულო ინფორმაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ბატონი სოსო ტყემალაძე ეხმაურება:

"ვულოცავ "ბათუმს" დიდ აღიარებას, რაგბიში ევროპის სუპერთასის ჩემპიონატზე მიწვევას. ეს დიდი სიხარულია მთელი ქართული სარაგბო ოჯახისთვის, გულშემატკივრების, მედიის, მთავრობისა და რაგბის მეცენატის, ბიძინა ივანიშვილისთვის.

მსხვილი სპორტული ტურნირების მასპინძლობით ბათუმი სპორტის დედაქალაქის სტატუსს იძენს, რაც მის სარეკრეაციო, ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მძლავრად წარმოაჩენს. ამის დასტურია ისიც, რომ როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან მაცნობეს, აპირებენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეკრება ბათუმში გაიარონ.

აჭარას, მთლიანად
საქართველოს, ყველას, ვისაც ქვეყნის წარმატება უხარია, ვულოცავ რაგბიში მიღწევებს. ერთად დავდოთ ლელო ყველა ასპარეზზე".

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარია გილოცავთ ბათუმელებო! ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა განვითარდეს საქართველო ყველა სფეროში.
გიორგი
16:31 15-07-2022
0
ბათუმს წინსვლას და გამარჯვებას ვუსურვებ. ტყემალაძემ მოკეტოს ლაყაფის მაგივრად ნეპოტიზმს მიხედოს! ვალიუნტარიზმ!:)
simartle
18:04 15-07-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული