ამაშუკელის ზღაპრული ნოემბერი

AutoSharing Option
ნიკა ამაშუკელს დახუნძლული ნოემბერი ელის. საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნოემბერში ტიერ1 გუნდების სამ ტესტ-მატჩს და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ერთ შეხვედრას იმსაჯებს.

ნოემბრის ტესტები 29 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით იხსნება და თამაშს 28 წლის ქართველი რეფერი განსჯის. მომდევნო კვირაში ის ევროპაში დაბრუნდება და 5 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მთავარი მსაჯი იქნება. ეს შეხვედრა 2022 წლის ნოემბრის ტესტებზე ცენტრალურად ითვლება და სასიამოვნოა, მისი გაძღოლა ქართველ რეფერის რომ ანდეს.

ამის შემდეგ ოფიციალური თამაშის დრო დგება. ნოემბერში დუბაიში
2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურნირი ტარდება, რომელმაც ბოლო მონაწილესთან ერთად, საფრანგეთში "ბორჯღალოსანთა" მეოთხე მეტოქეც უნდა გამოავლინოს. 12 ნოემბერს პორტუგალია კენიას ეთამაშება და მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება.

ქართველი რეფერი ნოემბრის სერიას ლონდონში, ინგლისისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით 19 ნოემბერს ასრულებს, სადაც მას გვერდით მსაჯად ვიხილავთ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
უუჰ, გაიღვიძა ამ საიტმა, როგორც ჩანს. ისე ამ ზაფხულს ნიკამ არგენტინა- ზელანდია იმსაჯა რაგბი ჩემპიონშიფზე. ეს ტურნირი კი საერთოდ არ გაშუქებულა ამ საიტზე. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ალბათ, ყველაზე საინტერესო გათამაშებაა რაგბის სამყაროში
გუგა
05:13 06-10-2022
0
ნიკას ნაირი უნდა იყოს არბიტრი დეტალურად ეუბნება მორაგვეებს როდის რა არ უნდა ქნან როგორ უნდა ითამაშონ და რის გამო აჯარიმებს ჰოლანდიელი საფეხბურთო არბიტრების არ იყოს ზოგადად მსაჯობის სირცხვილინი :)
ნოდო
21:46 05-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული