ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "შემოდგომის სერიაში" ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და იაპონიას დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, რომელსაც "რაგბის გვარდიოლას" უწოდებენ, 36 მორაგბე გამოიძახა, მათ შორის კი "გლოსთერის" მორკინალი, 29 წლის ვალ რაფავა-რუსკინია.

Sportall.Ge

მორაგბე, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ინგლისელთა გაფართოებულ შემადგენლობაში ადრეც მოხვდა. მისი მამა, გია რაფავა, "ბორჯღალოსნების" წევრი იყო. შეგახსენებთ, "გლოსთერის" რიგებში საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძეც გამოდის.

alt"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღირდა რა ამდენი ხანი იყო ედი ჯონსის რადარებზე და ძლივს არ გამოიძახეს. ვერაფრით გავამტყუვნებ, თუმცა რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს უკეთესი იქნება. ვახ აბდალაძეც ძალიან კარგი იქნება თუ ირლანდიის ნაკრებში მოხვდება, ბერიაც საფრანგეთს უმიზნებს, ახალგაზრდულში ორივეს აქვს ნათამაშები ამ ქვეყნებისთვის და ბურჯიც ისეტი პოზიციაა, მიუხედავად ბოლო დროის პრობლემებისა ყველაზე დიდი კონკურენციაა აქ ჩვენს ნაკრებში. როგორც თავის დროზე მარტო იაშვილის გამო ვგულშემატკივრობდით საფრანგეთს, ახლაც ასე იქნება მათ შემთხვევაში. მაინც ვისურვებდი რომ ვახმა მაინც ითამაშოს ჩვენთან ძალიან ათლეტურია ბურჯისთვის. ისე ჯიქიას რო ადარებთ რაფავას, ხვდებით მაინც რამხელა განსხვავებაა პოლიტიკურ და სპორტულ, ნებისმიერ პლანში რაგბის ინგლისსა და ფეხბურთის რუსეთს შორის?! ცოტა დაფიქრდით რა :დ ვალს წარმატებულ სანაკრებო კარიერას, ზელანდიელი ბურჯების გაღუნვას და მსოფლიო თასის აღებას ვუსურვებ.
0
ქართველებო გაზარდეთ შვილები ქართველებად და საქართველოსთვის!
პატრიოტი
13:40 20-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული