ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "შემოდგომის სერიაში" ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და იაპონიას დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, რომელსაც "რაგბის გვარდიოლას" უწოდებენ, 36 მორაგბე გამოიძახა, მათ შორის კი "გლოსთერის" მორკინალი, 29 წლის ვალ რაფავა-რუსკინია.

Sportall.Ge

მორაგბე, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ინგლისელთა გაფართოებულ შემადგენლობაში ადრეც მოხვდა. მისი მამა, გია რაფავა, "ბორჯღალოსნების" წევრი იყო. შეგახსენებთ, "გლოსთერის" რიგებში საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძეც გამოდის.

alt"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენ წინა ხაზს კონკურენციას ვერ გაუწევს ფაქტია,იმდენი მაგარი მორკინალი ვერ ხვდება გუნდში რო ჩამოთვლაც არ მინდა ვინმე არ გამომრჩეს, ანუ იმის თქმა მინდა რომ გული არ უნდა დაგვწყდეს მაინცდამაინც ბორჯღალოსნების რიგებში როარაა, ეხლა ერთი კითხვა მაქვს, ვიცი რო ამ საიტზე ჩემზე ბევრად მეტი კომპეტენტური ადამიანი შემოდის ვინც სპორტში ერკვევა და მათთან მაქვს კითხვა,რატო აითვალწუნეს ჟვანია და რატო არ ათამაშებენ?! ასეთი მორაგბის ასე ერთი ხელის მოსმით ნაკრებიდან გაგდება(სხვას ვერაფერს ვუწოდებ არსებულ სიტუაციას) მიუღებელია და ნაკრების მესვეურების მხრიდან ახსნას საჭიროებს,ვალდებულები არიან აუხსნან გულშემატკივრებს ყველაფერი,ის პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ლამაზად მოთამაშე იყო,ერთგვარ შამპან რაგბის გვთავაზობდა
ალიკა
09:44 18-10-2022
2
გია რაფავა გამორჩეული რაგბისტი იყო, კაპიტნობაც მოასწრო და მერე უცნაურად, მალე წავიდა ნაკრებიდან, გული დამწყდა და დღემდე მახსოვს...
გიორგი-11
11:10 18-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული