"შავმა ლომმა" "ჰითს" სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის სუპერთასი

AutoSharing Option
რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალში „შავმა ლომმა“ „ავჭალაზე“ „თელავ-ივ ჰითი“ 29:17 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

დებიუტში ქართული ფრენჩაიზი საჯარიმოთი მატკავამ დააწინაურა, ამას ჩვენი გუნდის შეტევა და საჯარიმო ლელო მოჰყვა. შემდეგ აფციაურის წამოწყებული იერიში თაფლაძემ დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 15:0 გახდა. „ჰითმა“ ჩვენს ნახევარზე მხოლოდ მე-15 წუთზე მოახერხა გადასვლა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. „შავი ლომი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით შერკინებაში სჯაბნიდა მეტოქეს, ხანგრძლივი შეტევა ხმალაძემ ლელოთი დაასრულა, მატკავამ მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 22:3
დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისაშვილის გუნდმა მატკავას ძალისხმევით ანგარიში გაზარდა, თუმცა აქედან მოყოლებული არეულ თამაშში მოწინააღმდეგე გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა12 ქულამდე შეამცირა. 72-ე წუთზე აქუბარდია გაასინბინეს, თუმცა "შავმა ლომმა" მშვიდად შეძლო მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ფინალი
17 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) 29:17 (22:3)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

4 ლელო: საჯარიმო, თაფლაძე, ხმალაძე, მატკავა

2 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეთ თამაშებზე 3000 კაცი რომ არ მოვა სტადიონი რომ გაივსოს, გულშემატკივარს ამბიცია რომ უფრო დიდ კლუბებს ვეღამაშოთ არ უნდა ჰქონდეს. ვისაც გინდათ გეწყინოთ :) ფინალია ბოლო-ბოლო
იქ ვინც იყო
17 დეკემბერი 2022 18:28
3
კაი ჩვენ ხალხი არ მივედით მაგრამ დავიჯეროქვეყანაში 2000 მეტი მოქმედი და ყიფილი მორაგბე არ არის რომ მივიდნენ სტადიონზე და ბიჭებს უგომაგონ?ბიჭებო დიდი მადლობა მგლები ხართ გვეამაყებით!!! პატრიოტები ხართ!!!
Lebron
17 დეკემბერი 2022 19:55
0
როდესაც ასეთ თამაშზე ხალხი არ მიდის ექვს ერში რა გვესაქმება.
w
17 დეკემბერი 2022 19:11
5
ერთი რაღაც ვერ გავიგე, ისრაელის რაგბის ნაკრები მე არ გამიგია და ეს კლუბი რად უნდათ?
ეეე
17 დეკემბერი 2022 18:09
2
ყავთ ნაკრები, ალაფაზე თამაშობს.
ბ. დილანიშვილი
17 დეკემბერი 2022 19:34
0
რათ უნდათ და შორს იხედებიან, სტრატეგიას 10-15 წლით ადრე თვლიან. 5 წელიწადში ნაკრები ჩვენს დივიზიონში იქნება, ჩვენ კიდევ ისევ აქ გვაყურყუტებენ. ისრაელმა რო გვაჯობოს 2 წელს არ დაფიქრდბიან ისე მიიღებენ მეშვიდე ერად. იმიტომ რომ იქ ლობია, იქ დიასპორაა და ჩვენსავეთ მაჩანჩალა და ღატაკი არაა ისრაელი.
მანძილია პრობლემაო ფარჩაკმა ინგლისელებმა რამდენიმე წლის წინ და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე სამხრეთაფრიკაში დაფრინავენ, ისე როგორც გაერთიანებული ჩემპიონატის იტალიური, ირლანდიური, უელსური და შოტლანდიური კლუბები. აფრიკაში პრდაპირ ჩაფრენა სულ მცირე 10 საათს მოითხოვს, საქართველოში მაქს. 5 საათია ფრენა.
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:28
0


თქვენ გენაცვალეთ ბიჭები- ლომები, ზოგადად სპორტსმენებო,გაიხარეთ ქართული სპორტული სამყარო-ვ... ემიგრანტები მასიურად გიყურებთ,თქვენით ვამაყობთ,როცა ვმუშაიბთ, მაშინაც ჩართული გვაქვს ინტერმეტი და გიყურებთ... მაგრად გგომაქობთ(!).

ეე,სამწუხაროთ ჯერ კიდევ როდის ვწერდი- მაყურებელი კი არა-ზოგად ახალგაზდობა ვერ გაჩერდება საქართველოში(?!),უსამართლობა, მით უპერსპექტივობა,მით აუტანელი ყოფით- დეპრრსიული განწყობა იქმნება, რასაც მოყვება კატასტროფული ემიგრაცია,უკვე ახალგაზრდობა-ც მასიურად ტოვებს საქართველოს და...
-თუ პოლიტიკური ცვლილებები არ დადგა-
ემიგრაცია კიდევ უფრო მასშტაბების შეიქმნება, თან ამ დროს ,,ჩანაცვლების,, პროცესიც რომ მიყავთ- უკვე 300 000 ღრუსი ჩამოასალეს და რეგბის,ზოგადად სპორტული ღონისძიებების საყურებლათ- ურუსი მოვა და გულშსტკივრობას დაიწყებს(?!),თუ როგორ (?!)
კახაბერი
17 დეკემბერი 2022 22:42
15
როგორი პოლიტიკური ცვლილებები გსურს, გაგვანათლე.
ვინც არ არის კახაბერი
18 დეკემბერი 2022 01:00
3
შენ ვივა- მედის პალატიდან წერ,მგონი!((((
კახაბერ-ს
18 დეკემბერი 2022 06:43
3
ჯიგარო რამდენი ხანია ემიგრანტი ხარ? მეც არვარ ბებერი მაგრამ ვარ აქ და ვმუშაობ,საქურდლად და საჩხერაოდ წასვლას აქ ყოფნა ჯობს,თუ ზარმაცი არ ხარ ყველგან იმუსავებ და რაც მაქაა იმის ერთი მესამედი იყოს და სამშობლოში ვიყო ნაღდად მირცევნია
კახაბერს
18 დეკემბერი 2022 02:25
1
ვინც არ მოვიდა, ერთი ლამაზი დღე და სიხარული გამოტოვა.
Რაგბის ფანი
17 დეკემბერი 2022 23:43
0
დარწმუნებული ვიყავი,რომ ზედიზედ სამჯერ,შავ ლომს ვერც ერთი ამ ტურნირში მოთამაშე კლუბი ვერ წაართმევდა მოგებას და ასეც მოხდა.ბიჭებს ვულოცავ ზედიზედ მეორე გამარჯვებას,თუმცა მეორე ტაიმში მოდუნებას და კუნძულელი მორაგბეებისათვის არეულ თამაშში აყოლას,მაინც ვერ მოვუწონებ.იყო შანსი,კიდევ უფრო გართულებულიყო მდგომარეობა.სირცხვილია ასეთ თამაშში,თბილისმა ასე პატარა სტადიონი ვერ გაავსოს.იმ ჭიჭიკიასი არ იყოს,აღარ გამოჩნდა თქვენი მოსაწონი გუნდი?
სოსო
17 დეკემბერი 2022 22:35
0
თბილისი უბრალოდ არ იმსახურებს არც შავ ლომს, არც ნაკრებს. 4500 კაცი რო არ იკრიბება ნაკრების ბიჭების სანახქვად სირცხვილიც აღარაა უკვე. გაიტანეთ რაგბი რეგიონებში!!!
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:08
0
იტალიის საფრანგეთის და ბრიტანულუ კლუბები რომ ჩამოვა მერე მივა ნეიტრალური, არასარაგბო ქვეყნის კლუბები დიდი საინტერესო არაა ბევრისთვის
???
17 დეკემბერი 2022 22:02
1
უელსმა მათი მასშტაბებით მეორეხარისხოვან საქართველოსთან 90 პროცენტით გაავსო პრინციპალითი. 70000 მაყურებელს იტევს ის. ვინმეს თუ ჰგონია საქართველოს სანახავად, ძალიან ცდებით. სტადიონზე სხვების გრანდების საყურებლად კი არა საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ დადიან!!! ასე რომ უბრალოდ ვთქვათ თბილისს სპორტი არ უყვარს. წყალბურთში სულ გრანდები ჩამოდიან დინამოსთან სათამაშოდ და 2000 მაყურებელი არ მიდის, ნეტა იქ ვისი ბრალია?
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:13
0
გენაცვალეთ ბიჭებო მადლობა თავდადებისთვის. გილოცავთ და გვეამაყებით მთელს საქართველოს.
გიორგი
18 დეკემბერი 2022 08:46
0
მე ვიყავი, ძალიან კარგი იყო, მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს!!
Zviads
17 დეკემბერი 2022 21:44
0

სიახლეები პოპულარული