"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ღმერთამ კ9ნტაქტი კარგია, მაგრამ აბა ერტი ტუ მაინც ურჩევთ ფსიქიატრს ეჩვენოს. აღარ გვინდა მედიცინა, მხოლოდ ლოცვა. ვახ!
Vax
17 იანვარი 2023 20:32
7
ბატონო ანტონ! მე როგორც ექიმი გირჩევდით , მიმართოთ კვალიფიციურ ფსიქიატრს, თუნდაც საფრანგეთში. დეპრესია სერიოზული დაავადებაა! არ მინდა ვინმემ ურწმუნოებაში ან მკრეხელობაში ჩამითვალის, მაგრამ ამ ავადმყოფობას მხოლოდ ლოცვა და ეკკესიურობა სამწუხაროდ არ შველის.
გიორგი
17 იანვარი 2023 20:31
1
ჩემო მეგობარო. მოკრძალებულ რჩევას მოგცემ გადახედე შენ ცხოვრებას, მოამზადე აღსარება, მიდი ვინმე კეთილ მოძღვართან და მოუყევი გულახდილად ყველაფერი. მერე დაიწყე ეკლესიური ცხოვრება და ღმერთთან ერთად იცხოვრე. ყველაფერი კარგად იქნება.
მიშა
17 იანვარი 2023 19:59
6
გულწრფელი სიტყვებია “როცა ამბობ არ გსურს შვილის უმამოდ დარჩენა”…
ღმერთთან იკონტაქტე მეტად მეგობარო, ქართველი კაციც არ მიგატოვებს…
ცხოვრება რთულია, გეცოდინება მისი გამოწვევები, მაგრად დადექ ძმიავ❤️
ბაქარ
17 იანვარი 2023 19:39
1
გასაგებია გენაცვალე ანტონ, მაგრამ აბები რა შუაშია ეგ ვერ გავიგე, ბიჭებიც ხომ სვავენ და ნორმალურად თამაშობენ შენ რა აბებს მოიხსენიებ? ბოლომდე თქვი რისი თქმაც გინდა, რატომ მიხვედი ამ მდგომარეობამდე? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? მე ვამაყობ ქართული რაგბით და მინდა შენითაც ვამაყობდე ანტონ. ასე რომ წინ....
ზურაბ სუხაშვილი
17 იანვარი 2023 19:36
1
საქართველოში ყველა რაგბის გულშემატკივარს ძალიან უყვარს ანტონ ფეიქრიშვილი ეს აქსიომაა. პოდკასტებმა კიდევ უფრო შემაყვარა, რადგან იქიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს რა წესიერი და კარგი პიროვნებაა.

gio
17 იანვარი 2023 19:34
0
ანტონ,შენ,შენი თამაშით,იმდენი სიხარული მოგინიჭებია რაგბის მოყვარულთათვის,რომ საკუთარ თავზე არარააობაა თქმა,ძალიან დიდი უსამართლობა იქნება.შენ ხომ გუნდსაც ავარჯიშებ და შენი კომპეტენციით,ახლაც ერთერთი გამოსაჩენი სპეციალისტი ხარ,ქართულ რაგბიში.აქტიური გამოსვლები დაამთავრე და ცხოვრების წესის უეცარი შეცვლა,ეტყობა ძნელი გადასატანი აღმოჩნდა შენთვის.ჯერ კიდევ საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ,დაიწყე შენსავე გუნდში მოთამაშე მწვრთნელად თამაში...ენერგიასაც დახარჯავ,ისევ მიიღებ ახალ ემოციებს და იქნებ დეპრესიამაც გაიაროს.თუ არც ამან გიშველა,მაშინ დიდი იმედი მაქვს,რომ ქართველი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.შენ რას ფირობ არ ვიცი,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,რომ შენისთანა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაღალ დონეზე ნათამაშები ვეტერანები,უზარმაზარ სარგებელს მოუტანთ ქართულ რაგბის და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განავითარებთ მას.ნანახი მაქვს თქვენი შეხვედრები რაგბის პოდკასტში და ძალიან მოაზროვნე კაცის შთაბეჭდილება დამიტოვე.ყველაფერი კარგად იქნება!
სოსო
17 იანვარი 2023 19:23
0
კომენტარებს კი წერთ მონდომებით, ხალხო, მაგრამ, აბა დაფიქრდით, ამ კაცს ჩვენ რა უნდა ვასწვალოთ? მსოფლიო აქვს ნანახი. უბრალოდ, იმას ამბობს, რაც, მგონი, სხვადასხვა დოზით ყველა დაფიქრებულ ადამიანს აქვს განცდილი.
ანტონს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა.
Რაგბის ფანი
17 იანვარი 2023 18:59
0
რა ,,არარაობაა,, ანტონ(?!),ერის საამაყო კაცი,ადამიანი,საამაყო სპორტსმენი ხარ!, მთლად რომ შიმშილობდე...- ამაზე მეტი ჯილდო-რა არის ცხოვრებაში(?!),
იყო ერის საამაყო შვილი,გქონდეს ჯანსაღი ოჯახი და გეხვიოს მართლა მეგობრები(?!)
კახაბერი
17 იანვარი 2023 18:28
0
ნუ ეშინია მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება, უფალი შენთან არის!
ვახო...
17 იანვარი 2023 18:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული